შეგახსენებთ, რომ რუნი "ფულჰემთან" (3:2) პრემიერლიგის მეორე ტურის მატჩში დაშავდა.
ოპერაციის შემდეგ ინგლისელი თავდამსხმელის გამოჯანმრთელების ვადა გაიზარდა. ექიმების ცნობით, ჭრილობაში ინფექციის შეღწევის ალბათობა ძალიან დიდია.
მთავარ პრობლემას კი ის წარმოადგენს, რომ ტრავმა უხერხულ ადგილას არის. სხეულის ეს ნაწილი მუდამ მოძრაობაშია და ამიტომ შეხორცებას გარკვეული დრო დასჭირდება.
თავდაპირველად საუბარი ერთ თვეზე იყო. ახლა კი შესაძლოა, რუნიმ ორი თვე ან უფრო მეტი გამოტოვოს.
მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით
ასევე
ინგლისის პრემიერლიგა. II ტური: მძიმე სანახაობა "ოლდ ტრეფორდზე"