ალექს ფერგიუსონმა გუნდში შეზღუდვები დააწესა

AutoSharing Option
"დეილი მეილის" ცნობით, "ჯენერალ მოტორსის" მიერ "მანჩესტერ იუნაიტედთან" გაფორმებული 7-წლიანი კონტრაქტის თანახმად (რომელიც ძალაში 2015 წელს უნდა შევიდეს და რომლის თანახმად, "ეშმაკები" სატიტულო სპონსორისგან სარეკორდო შემოსავლებს მიიღებენ), "იუნაიტედის" ძირითადი გუნდის წევრებს უკვე შეუძლიათ სასურველი ავტომობილის არჩევა.

ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ უმრავლესობამ "შევროლე კორვეტს" დაადგა თვალი.

"იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა გუნდის 23 წლამდე ფეხბურთელებისთვის შეზღუდვა დააწესა - მოთამაშეები ვერ შეძლებენ ამერიკული ავტოგიგანტის საჩუქრების გამოყენებას.

მათ არასპორტული მანქანების არჩევა მოუწევთ. ამრიგად, "უფლებები შეეზღუდათ" დავიდ დე ხეას (21 წლის), ფილ
ჯონსს (20), კრის სმოლინგს (22), რაფაელ და სილვას (22), დენი უელბეკს (21), ნიკ პაუელსა (18) და ფედერიკო მაკედას (22).

ზემოთ ხსენებული გამოცემა დაინტერესდა, კიდევ რა აკრძალვები მოქმედებს გუნდში და აღმოაჩინა, რომ სარეზერვო გუნდის მოთამაშეებს არ აქვთ უფლება მოდური, მკაფიო ფერებში შეღებილი ბუცები ჩაიცვან.

შოტლანდიელმა თავისი გადაწყვეტილება მანქანებთან დაკავშირებით ასე ახსნა: "ფეხბურთელის მიერ არჩეული ავტომობილის მოდელი მის ასაკზე უნდა იყოს დამოკიდებული და კიდევ იმაზე, თუ რამდენი წელია, საჭესთან ზის. ჩემთვის ეს პრინციპული საკითხია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული