ლონდონის "ტოტენჰემმა" ფულის ხარჯვა დაიწყო

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" მიერ ლუკა მოდრიჩის "რეალში" გაყიდვიდან 48 საათზე ცოტა მეტია გასული, მაგრამ ჩრდილოლონდონელებმა მიღებული ფულის დახარჯვა უკვე დაიწყეს.

და აი, პირველი შედეგიც: "ლიონმა" უგო ლორისის გაყიდვაზე თანხმობა თქვა. კლუბებს შორის გარიგება უკვე დაადასტურა ლიგა 1-ის წარმომადგენელთა პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ.

"დეზებს" ახლა ფეხბურთელთან პირადი ხელშეკრულების დეტალებიღა დარჩათ შესათანხმებელი. 26 წლის მეკარეს უმაღლეს დონეზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს - მას 150-მდე მატჩი აქვს გამართული მარტო საფრანგეთის ჩემპიონატში. ამ ქვეყნის ნაკრების ღირსება კი 38-ჯერ დაუცავს.

ვერ ვიტყვით, რომ მეკარის პოზიცია "უაით ჰართ ლეინზე"
ყველაზე სუსტია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი მეკარე ბრედ ფრიდელი 41 წლისაა, ხოლო მისი დუბლიორი კარლო კუდიჩინი - 38-ის, ცხადია, რომ დღეს თუ არა ხვალ, პრეზიდენტ დენიელ ლევის მაინც მოუწევდა ღირსეული კარის დარაჯის ძებნაზე ფიქრი.

მეკარის გარდა, "ტოტენჰემს" მაღალი კლასის ცენტრალური ნახევარმცველის გადაბირებაც სურს. ამ მიზნით ისინი "ფულჰემს" მიადგნენ და მუსა დემბელეს ტრანსფერზე მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზეს.

"გარდიანის" ცნობით, 25 წლის ბელგიელს კლუბი 15 მილიონ ფუნტად აფასებს. იმავე გამოცემის ცნობით, თუკი "ფულჰემს" აღნიშნული თანხა ეცოტავა, "დეზები" საქმეში ჯერმეინ ჯენასს ან დევიდ ბენტლის ჩართავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული