ინგლისელები იტალიელებს დამატებით 12 მილიონ ევროს გადაუხდიან. ფლორენციულმა კლუბმა ნასტასიჩი ბელგრადის "პარტიზანიდან" შარშან სულ რაღაც 2,5 მილიონად შეიძინა, მაგრამ იტალიის ჩემპიონატში თინეიჯერმა ფეხბურთელმა იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ მისი ფასი გაოთხმაგდა.
არანაკლებ იმედებს უკავშირებდნენ "ეტიჰადზე" სავიჩსაც, მაგრამ მან ერთადერთი გოლისა და უამრავი შეცდომის გარდა, თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა.
"სიტის" აქამდე "ლივერპულიდან" ჯერ
პრემიერლიგის ჩემპიონებს სამხრეთამერიკელის ყიდვას იტალიელი სკაუტი ანჯელო გრეგუჩი სთავაზობს.
გარაი მეორე ბენფიკელია, ვისითაც "სიტი" ამ დღეებში დაინტერესდა. "არწივებმა" ხავი გარსიას საკომპენსაციოდ უკვე მიიღეს 30-მილიონიანი შეთავაზება. რაც შეეხება გარაის, "ბენფიკა" ფეხბურთელს 16 მილიონად აფასებს.
ჩელსის სარგებელი
დაბოლოს, "სიტიმ" შესაძლოა, უახლოეს საათებში მიაღწიოს შეთანხმებას "სუონსისთან" 23 წლის სკოტ სინკლერის ტრანსფერთან დაკავშირებით.
"დეილი მეილის" ინფორმაციით, ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალები აგენტთან, პრაქტიკულად, უკვე გარკვეულია.
"გედები" განაპირა ნახევარმცველს 6,5 მილიონად აფასებენ. აღნიშნული თანხიდან 0,5 მილიონი "ჩელსის" შეხვდება, რადგან 2010 წელს, როცა სინკლერმა "სტემფორდ ბრიჯიდან" "სუონსის" მიაშურა, ხელშეკრულებაში ეს მუხლიც ჩაიდო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"