დიდიე დროგბა ლონდონის "ჩელსის" ბაზას ეწვია

AutoSharing Option
დიდიე დროგბა "ჩელსიდან" წასვლისას გულშემატკივარს შეპირდა, რომ როგორც კი ამის შანსი მიეცემოდა, აუცილებლად ჩავიდოდა ლონდონში, რათა თანაგუნდელები პირადად მოენახულებინა.

34 წლის კოტდივუარელმა პირობა შეასრულა. ამ დღეებში "კობჰემის" ბაზას ეწვია. ვეტერანმა ვარსკვლავმა "ჩელსის" ოფიციალურ ვებგვერდს მოკლე ინტერვიუ მისცა, რომელსაც აქვე გთავაზობთ: "ჩინეთის ჩემპიონატში სანაკრებო თამაშების გამო მცირე შესვენებაა.

სწორედ ამის წყალობაა, რომ მეგობრებისა და ჩემი ოჯახის მონახულების შანსი გამიჩნდა. მეუღლე და ბავშვები ხომ ჯერ კიდევ ლონდონში არიან. ჩინეთმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ის ახალი გამოცდილებაა.

ამ მხრივ, განსაკუთრებულად პირველი თვეები იყო
გამორჩეული. ბევრი ახალი რამე შევითვისე, ახალ კულტურას ვეზიარე. იქ ყველაფერი განსხვავებულია, ვიდრე ევროპაში და ყველაზე მეტად სწორედ ეს მომწონს.

ალბათ, ნახეთ ვიდეო, როგორ დამხვდნენ ადგილობრივი ფანები. ისინი ნამდვილად განსაკუთრებულნი არიან.

სტადიონებზეც თბილი ატმოსფერო დამხვდა. ნიკოლა ანელკა თავს კარგად გრძნობს, ბედნიერია, რომ მასთან ერთად ვთამაშობ და ყველანაირად გვერდში მიდგას. ბოლო თამაშში ორი საგოლე გადაცემა მომაწოდა. ერთი სიტყვით, იქაც იმას ვაკეთებთ, რასაც ლონდონში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული