აღნიშნული იდეა ჩრდილოირლანდიელ სპეციალისტს მას მერე გაუჩნდა, რაც "ჰართსთან" ევროპა ლიგის შეხვედრის 30 წუთი სტიუარტმა სწორედ უკანახაზელად ითამაშა და თანაც საკმაოდ ეფექტურად. "ამის ალბათობა დიდია.
ახალს არაფერს ვიგონებ. გაიხსენეთ თუნდაც ხორდი ალბას ან ეშლი კოულის მაგალითები. კარიერას ისინი სხვა პოზიციებზე იწყებდნენ.
უკანასკნელი საერთოდ ცენტრალური თავდამსხმელი იყო. ამით ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს გავუხსნით გზს ძირითადი შემადგენლობისკენ. სტიუარტისთვის ეს არ იქნება ახალი.
მაგალითად მან 2006 წელს "მიდლსბროს"
ასეთი გადაადგილებებით ფეხბურთელებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის შემცირებაც შესაძლებელია.
"ჰართსთან" ის მშვენივრად ერთვებოდა შეტევებში, დაცვაშიც კარგად ირჯებოდა. ვფიქრობ, მას ამ როლის შესრულება მომავალშიც შეეძლება. დრო გვიჩვენებს, რამდენად გაამართლებს ჩვენი გადაწყვეტილება.
ნამდვილად არ მინდა, რომ რომელიმე ფეხბურთელზე ვთქვა უარი. მათთვის ალტერნატიულ ვარიანტებს ამიტომაც ვეძებ, რომ როგორმე ყველა კმაყოფილი დარჩეს. დაუნინგს, როგორც შემტევ ფეხბურთელს, რა თქმა უნდა მომავალი აქვს.
პირველად როცა ჩემი იდეა გავუზიარე, ის ცოტა აღელდა პერსპექტივით, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სტიუარტი მზად არის, თავი ახალ ამპლუაში მოსიჯოს," - განაცხადა ბრენდან როჯერსმა.
რეინას დუბლიორი სჭირდება
"ლივერპულის" ესპანელ კარის დარაჯს, 29 წლის პეპე რეინას ღირსეული დუბლიორი სჭირდება. ამ მიზნით მერსისაიდელებმა ზაფხულის განმავლობაში ორჯერ უკვე მიმართეს "ვულვერჰემპტონს" და დორუს დე ვრისის ტრანსფერზე მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზეს.
30 წლის ჰოლანდიელი მზადაა, კარიერა "ენფილდზე" განაგრძოს, მით უფრო, რომ მას როჯერსთან შესანიშნავი ურთიერთობა აკავშირებს. ისინი "სუონსიში" ერთი წელიწადი მუშაობდნენ მხარდამხარ. ძირითადი გუნდის განაცხადში შეიყვანენ რეზერვისტთა ძირითადი მეკარეს, 22 წლის უნგრელ პეტერ გულაშის.
"დეილი მეილის" ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ ახალი გუნდების მონახვა მოუწევთ ბრაზილიელ დონისა და ავსტრალიელ ბრედ ჯონსს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"