"ცრვენა ზვეზდას" დიდი გულშემატკივარი - ნემანია ვიდიჩი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა, 31 წლის ნემანია ვიდიჩმა "ფეისბუქზე" გულშემატკივართა შეკითხვებს უპასუხა.

ფანებს აინტერესებდათ ყველაფერი, დაწყებული პირადი ცხოვრებიდან რეაბილიტაციის პერიოდით დასრულებული. მასალას შემოკლებით გთავაზობთ.

- რეაბილიტაციის ხანგრძლივი პროცესის დროს რომელი ეტაპი იყო ყველაზე რთული?
- ძალიან რთულია რვა თვის განმავლობაში უფეხბურთოდ ცხოვრება. სატრენაჟორო დარბაზში ძალიან ბევრს ვმუშაობდი, რათა სეზონის დასაწყისს როგორმე ფორმაში შევხვედროდი. ჩემს თანაგუნდელებს სრულფასოვნად შეეძლოთ ჯერ ვარჯიში და მერე თამაშიც, მე კი მთელ ამ დროს სპორტულ დარბაზში ვატარებდი. უსიამოვნო შეგრძნება იყო.

- რეგულარულად თამაშობთ გოლფს?
- შეიძლება ითქვას, მაგრამ
ამჟამად არა. ტრავმამდე ამას ხშირად ვაკეთებდი. სეზონი სულ ახლახან დაიწყო, შესაბამისად, ჩემი გონება სულ სხვა ფიქრებითაა სავსე. ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ფორმის აღდგენაზე ვფიქრობ და თავს სულ უფრო უკეთ ვგრძნობ. ვიცი, რომ მთლიანად ფეხბურთზე კონცენტრირება მმართებს. თუმცა ხანდახან გოლფის თამაშიც მაინც ძალიან მენატრება ხოლმე.

- თქვენი საყვარელი ქალაქი რომელია?
- ბელგრადი ის ქალაქია, სადაც ჩემი ცხოვრების რამდენიმე ბედნიერი წელიწადი გავატარე. ძალიან მომწონს ლონდონიც. სხვებიც მინახავს ლამაზი არქიტექტურით, მაგრამ ეს ორი ქალაქი ყველას მირჩევნია.

- ვინ იყო თქვენი საყვარელი ფეხბურთელი ბავშვობაში?
- "ცრვენა ზვეზდას" დიდი გულშემატკივარი გახლდით. აღფრთოვანებული ვიყავი იმ თაობით, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო. მართალია, ყოველთვის დაცვაში თამაში მერჩივნა, მაგრამ თავდამსხმელებს განსაკუთრებულად ვაკვირდებოდი. ყველაზე მეტად ფაუსტინიო ასპრილია და რონალდო მომწონდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული