ბრენდან როჯერსი: ენფილდი მხოლოდ ხელფასი არ არის

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა ფანებს მიანიშნა, რომ ის არ აპირებს ენდი კეროლის სამსახურით სარგებლობას და ყველაფერს გააკეთებს, რომ 4 სექტემბერს, როცა სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება, ახმახი ფეხბურთელი "ენფილდზე" აღარ იყოს.

ჩრდილოირლანდიელის თქმით, "ლივერპული" საკუთარ თავს ვერ მისცემს უფლებას, რომ სკამზე 35 მილიონ ფუნტად შეძენილი ფეხბურთელი უჯდეს.

საქმე მხოლოდ ასტრონომიულ სატრანსფერო თანხაში არ არის. კეროლი "ენფილდზე" ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ანაზღაურებადი ფეხბურთელიც არის. მაღალხელფასიანი სათადარიგოებიდან როჯერსმა ჯო კოულიც გამოარჩია და მასაც მოუწოდა, რომ ახალი კლუბის ძებნაზე ეზრუნა.

"ლივერპული" ნამდვილად არ არის ის
კლუბი, სადაც ენდი კეროლი შეიძლება მესამე თავდამსხმელი იყოს.

მას კი სათადარიგოთა სკამზე გვერდს უმშვენებდეს ვინგერი, ვისი ხელფასიც წელიწადში 5 მილიონ ფუნტზე მეტია. "ლივერპულისთვის" ეს პრობლემაა და მე ის უნდა გადავწყვიტო.

იმის მისახვედრად, რომ "ენფილდზე" კეროლს მხოლოდ სათადარიგო ფეხბურთელის როლი ექნება, არ არის საჭირო, ფიზიკაში მეცნიერული ხარისხი გქონდეს დაცული.

განწყობისა და სიტუაციის აღქმისთვის მინდა, ფეხბურთელს კომპლიმენტი ვუთხრა, მაგრამ ჩვენი კლუბის ინტერესებიდან, მისი ფინანსური ასპექტებიდან გამომდინარე, ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს.

ლაპარაკი მაქვს ფეხბურთელების ხელფასებზე. ეჭვი მაქვს, რომ გუნდში შემადგენლობის სრულად გადახალისებას რამდენიმე სატრანსფერო ფანჯარა დასჭირდება. ეს პროცესი მინიმუმ მომავალი წლის ზაფხულზეც გაგრძელდება.

ჩვენთან ჯერ კიდევ რჩებიან ფეხბურთელები, რომლებსაც იმიტომ არ სურთ წასვლა, რომ მაღალი ხელფასები აქვთ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული