ინგლისის ნაკრებს ენდი კეროლი და ეშლი კოულიც დააკლდნენ

AutoSharing Option
ენდი კეროლს "ვესტ ჰემის" რიგებში მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა. ლონდონელებმა ახმახი ცენტრფორვარდის ღირსებები მშვენივრად გამოიყენეს.

"ჩაქუჩების" ახალწვეულს ბედნიერება ბოლომდე არ დასცალდა. მან მხრის ტრავმა მიიღო, რის გამოც ნაკრების უახლოეს შესარჩევ თამაშებს დააკლდება.

"სამი ლომის" მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა კეროლის ნაცვლად შეკრებაზე ახალი ფეხბურთელის ხმობა ზედმეტად მიიჩნია, რადგან მის განკარგულებაში მყოფი 23 ფეხბურთელიდან 3 თავდამსხმელია - ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემელს ძირითადში მოხვედრის ყველაზე მეტი შანსი აქვს), დენიელ სტარიჯი და დენი უელბეკი.

და აქვე გაგაცნობთ "სამ ლომთან" დაკავშირებულ კიდევ ერთ ინფორმაციას: ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ
კომპანია "ნაიკთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2013 წლის 31 ივლისს შევა.

კუნძულელთა ეროვნული გუნდი ამის მერე "უმბროს" ნაცვლად სწორედ ამერიკული კომპანიის პროდუქციით შეიმოსება. "უმბროსა" და ასოციაციას შორის თანამშრომლობა გასული საუკუნის 50-იან წლებიდან გრძელდებოდა.

p.s. ბოლო მომენტში ნაკრებს ტრავმის გამო ეშლი კოულიც დააკლდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული