გეორგიოს კარაგუნისი "ფულჰემმა" შეიფარა

AutoSharing Option
სატრანსფერო ფანჯარა ორი კვირის წინ დაიხურა, მაგრამ უკონტრაქტო ფეხბურთელებს სამსახურის დაწყება ჯერ კიდევ შეუძლიათ.

რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, უკლუბოდ დარჩენილ ფეხბურთელთა შორის საბერძნეთის ნაკრების კაპიტანი გეორგიოს კარაგუნისიც იყო, რომელმაც სამსახური ახლაღა იშოვნა: 35 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ბოლოს "პანათინაიკოსის" ღირსებას იცავდა, კონტრაქტი ინგლისურ "ფულჰემთან" გააფორმა და კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს.

ლონდონელებს კარაგუნისი ერთი ცენტიც კი არ დაუჯდათ, კონტრაქტი კი ერთწლიანია და ვადა ამ სეზონის ბოლომდე აქვს. "კარაგუნისი ძალიან გამოცდილი, მაღალი კლასის, მებრძოლი ნახევარმცველია, რომელიც ჩვენს გუნდს ნამდვილად წაადგება. მიხარია, რომ დაგვთანხმდა," -
აცხადებს "ფულჰემის" თავკაცი მარტინ იოლი.

ბერძენი ნახევარმცველი "პანათინაიკოსში" 2007 წლიდან თამაშობდა, მანამდე კი 2-2 სეზონი მილანის "ინტერსა" და ლისაბონის "ბენფიკაში" გაატარა. საბერძნეთის ნაკრებში კარაგუნისს 120 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც ევროპის 2004 წლის ჩემპიონი გუნდისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. ბერძენმა "ფულჰემში" ის სიცარიელე უნდა ამოავსოს, რომელიც კლინტ დემპსისა და მუსა დემბელეს წასვლით გაჩნდა.

"ფულჰემი" ჩემთვის ახალი, უდიდესი გამოწვევაა და ბედნიერი ვარ, რომ 35 წლის ფეხბურთელს პრემიერლიგაში თამაშის საშუალება მომეცა. ამ კლუბს ბრწყინვალე ფანები და შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ "ფულჰემს" გამოვადგე," - ეს თვითონ კარაგუნისის სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მცდარი ინფორმაციაა.....შეგიძლიათ გადახედოთ ბერძნულ პრესას და ნახავთ რამდენად გაიყიდა კარაგუნი....
0
შეგიძლიათ გადაამოწმოთ ბერძნული პრესა და ნახავთ რამდენად გაიყიდა კარაგუნისი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული