პრემიერლიგა. IV ტური: ტელენოველები და დებიუტანტები

AutoSharing Option
"სანდერლენდი" ის გუნდი არ არის, ვისთან გამარჯვებასაც იოლად დაგეგმავ. ისინი არა ერთ და ორ გრანდს აღდგომიან გზაზე.

მარტინ ონილის შეგირდებს ცოტა დააკლდათ, რომ 2011/12 წლების სეზონში საჩემპიონო რბოლაში თავიანთი სიტყვა ეთქვათ - "ეტიჰადზე" "სიტისთან" მხოლოდ მათ მოახერხეს ქულის აღება და "იუნაიტედს" ოქროსკენ თითქოს გზა გაუკვალეს, მაგრამ... "შავი კატები" წელსაც სიმპათიურად გამოიყურებიან, იმის მიუხედავად, რომ სამიდან სამჯერვე ფრედ ითამაშეს.

მეტოქეებმა მაყურებელს ცუდი პირველი ტაიმი შესთავაზეს - მომენტები კანტიკუნტად თუ იქმნებოდა. ამის მიუხედავად, ანგარიში მაინც გაიხსნა.

გოლი პეპე რეინას კარში მოულოდნელად გავიდა
- კრეიგ გარდნერმა იოლად ჩამოიშორა გლენ ჯონსონი და გამჭოლი გადაცემით საჯარიმოში სტივენ ფლეტჩერი მონახა.

შოტლანდიელმა წამით დაასწრო მარტინ შკრტელს - 1:0. საპასუხო გოლიც დაცვის შეცდომის წყალობით გავიდა.

რაჰიმ სტერლინგის ჩაწოდება ტიტუს ბრამბლს ფეხზე მოხვდა და ლუის სუარესს მიუვიდა, ვინც ახლო მანძილიდან შანსი აღარ გაუშვა - 1:1.

ისევ ტერი და ისევ ფერდინანდი
ეს ყველაფერი შარშან ნოემბერში დაიწყო. ანტონ ფერდინანდი ჯონ ტერის ეუხეშა და ერთი-ორი მკვახე სიტყვაც მიაძახა.

ტერი ვალში არ დარჩენილა და ხურდა დაუბრუნა კი არა, მეტიც ქნა. ამის მერე კუნძულზე დიდი ამბები დატრიალდა. მას მერე 10 თვე გავიდა და აი, "ქუინზ პარკმა" "ჩელსის" კიდევ ერთხელ უმასპინძლა. უსიამოვნო წინაისტორიამ მატჩს დამატებითი ინტრიგა შესძინა.

ახლა უშუალოდ თამაშზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა: როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი სტუმართა უპირატესობით წარიმართა. მოედანზე ყველასგან გამორჩეული ედენ აზარი იყო, რაც, ალბათ, უკვე აღარავის აკვირვებს.

მატჩის არბიტრს მარტო პირველ ნახევარში ორჯერ შეეძლო მისი წაქცევისთვის პენალტების დადება. მეორე ტაიმში მასპინძლებმა თამაში გამოასწორეს.

გატანა ჟი სუნ პარკსა და ბობი ზამორას შეეძლოთ, მაგრამ პირველ შემთხვევაში პეტრ ჩეხმა ითამაშა ბრწყინვალედ, მეორედ კი თავდამსხმელმა დაახანა. ბოლო საგოლე სიტუაცია ისევ აზარს შეექმნა, მაგრამ ბელგიელის დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

ესეც სიტის სერია
რობერტო მანჩინი "სტოკ სიტის" მეხუთედ ესტუმრა და ჯერ ერთიც არ მოუგია. "მეთიხეებმა" ძირითადში გაამწესეს ახალწვეულები სტივენ ნზონზი და ჩარლი ადამი.
ტონი პულისმა კიდევ ერთი დებიუტანტი მაიკლ ოუენი მხოლოდ შეცვლაზე შეუშვა.

დებიუტანტებს ანდო ადგილი ძირითად შემადგენლობაში რობერტო მანჩინიმაც - ქალაქელთა ცისფერი მაისურა პირველად მოირგეს მაიკონმა, ხავი გარსიამ და სკოტ სინკლერმა. წელს პირველად მოხვდა ძირითადში მარიო ბალოტელიც.

ანგარიში უცნაურ სიტუაციაში გაიხსნა. პიტერ კრაუჩმა ვენსან კომპანის მაღალი ბურთისთვის ბრძოლა მოუგო, რაც, ცხადია, არავის გაჰკვირვებია, მაგრამ მერე რაც მოხდა, ცოტა ძნელად დასაჯერებელია.

პიტერი ტექნიკურად შემობრუნდა, მცველები მოუხეშავი მოძრაობებით ჩამოიცილა და ახლო მანძილიდან გაიტანა.

"ქალაქელები" მდევრის როლში დიდხანს არ ყოფილან. საჯარიმოს გათამაშების შემდეგ "სტოკის" უკანახაზელებმა მთელი ყურადღება ჯოლეონ ლესკოტთან ჭიდაობაზე გადაიტანეს, რითაც ხავი გარსიამ ისარგებლა და ოთხი მეტრიდან ძლიერი თავურით ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ნახევარი პირველზე ცუდი სანახავი გამოდგა. საფინალო სასტვენს წამები აკლდა, როცა "სიტიმ" მიჯრით ორი საგოლე მომენტი შექმნა.

ჯერ იყო და, ასმირ ბეგოვიჩმა იმავე ხავი გარსიას აუღო კარგი მომენტი - ესპანელი ისევ თავით ურტყამდა და ისევ ახლო მანძილიდან. მერე კი მოედნის სიღრმიდან გაკეთებული პასის წყალობით ედინ ჯეკო დარჩა მეკარესთან პირისპირ.

ბოსნიელმა თავდამსხმელმა თანამემამულე გოლკიპერს ბურთი თავზე გადაუგდო, მაგრამ ბოლო წამს ბურთი ხაზიდან რაიან შოუკროსმა გამოიტანა.

ჩემპიონების იტალიელმა დამრიგებელმა მატჩის შემდეგ დებიუტანტების, გარსიასა და მაიკონის გამოსვლა დადებითად შეაფასა:

"ხავიმ მართლა ძალიან ეფექტური გოლი შეაგდო. ამას გარდა, მას გუნდისთვის გამარჯვების მოტანაც შეეძლო. გარსია ძალიან ეფექტური იყო, ისევე, როგორც მაიკონი. დებიუტანტებს ასეთი თამაში ახალ გუნდში ადაპტაციას გაუიოლებს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია".

სქოულზის მეშვიდასე
"უიგანთან" მოულოდნელად ძირითადში გამოჩნდა "იუნაიტედის" ორი დამსახურებული ვეტერანი - პოლ სქოულზი და რაიან გიგზი. მოგეხსენებათ, ვეტერანები წყვილად ძალიან იშვიათად თამაშობენ.

სქოულზისთვის ეს იყო მე-700 თამაში მშობლიური გუნდის შემადგენლობაში.

თამაში "ეშმაკების" შეტევებით დაიწყო. ანგარიში უკვე მე-6 წუთზე უნდა გახსნილიყო, როცა დენი უელბეკის წაქცევის გამო დანიშნული პენალტი ხავიერ ერნანდესმა დაარტყა, მაგრამ მან ალი ალ ჰაბსის ვერ აჯობა.

მატჩის ბედი მეორე ტაიმში იუბილარის გოლმა გადაწყვიტა. ნანის დარტყმა ომანელმა მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე სქოულზს ვეღარაფერი მოუხერხა.

რობერტო მარტინესის გუნდი ცოტა ხანი წონასწორობას კიდევ ინარჩუნებდა, მაგრამ მერე ოთხ წუთში ორი გოლი გაუშვა და ჩამოიშალა - დებიუტანმა ალექსანდერ ბიუტნერმა შორეულ კუთხეს დაუმიზნა. ბურთს მიმართულება ერნანდესმა შეუცვალა და გაიტანა.

ბიუტნერმა თავისი წილი გოლი მაინც შეაგდო. ჰოლანდიელი რამდენიმე მეტოქეს გასცდა და ნულოვანი კუთხიდან 3:0 გახადა. 82-ე წუთზე მატჩს წერტილი ნიკ პაუელმა შორეული, ეფექტური გოლით დაუსვა.

აჰა, თქვენ გოლები
პირველი ორი ტურის შემდეგ "არსენალს" ბრალს სდებდნენ, გოლების გატანა დაგავიწყდათო. ბოლო ორ ტურში "მეთოფეებმა" კრიტიკოსები გააჩუმეს. გაავებულმა ფავორიტებმა "წმინდანებს" "ემირიტსზე" გასალახი ბავშვის როლიღა დაუტოვეს.

უკანასკნელებმა "დავალებას" მშვენივრად გაართვეს თავი. სტუმრებმა იოს ჰოიველდმა და ნათანიელ კლაინმა საკუთარი მეკარე კელვინ დევისი გაიმეტეს და ავტოგოლებით "დაასაჩუქრეს".

ამას გარდა, თავი გამოიჩინეს ჟერვინიომ (დუბლით), ლუკას პოდოლსკიმ და კირან გიბსმა. "არსენალი" განსაკუთრებით ეფექტური იყო 30-ე წუთის შემდეგ, როცა ექვს წუთში სამჯერ მოახერხა გატანა.

პრემიერლიგა. IV ტური
არსენალი-საუთჰემპტონი 6:1
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - ჯენკინსონი, მერტეზაკერი, ვერმალენი, გიბსი - კოკლენი (67. რემსი), არტეტა - ოქსლეიდ-ჩემბერლენი, კასორლა, ჟერვინიო (74. უოლკოტი) - პოდოლსკი (74. ჟირუ)
საუთჰემპტონი (4-1-4-1): კ. დევისი - კლაინი, ჰოიველდი (28. იოშიდა), ხ. ფონტე, ფოქსი - შნაიდერლინი - პანჩეონი, ვორდ-პრაუსი, ს. დევისი (45. რამირესი), ლალანა - ლამბერტი (76. როდრიგესი)
გოლები: 1:0 ჰოიველდი (11-ს.კ-ში), 2:0 პოდოლსკი (31), 3:0 ჟერვინიო (35), 4:0 კლაინი (37-ს.კ-ში), 4:1 ფოქსი (45), 5:1 ჟერვინიო (71), 6:1 უოლკოტი (88)
გაფრთხილება: არ ყოფილა
კარში დარტყმა: 21-8 (11-3) კუთხური: 8-3 თამაშგარე: 0-0 ჯარიმა: 5-7 ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 60 097

სტოკ სიტი-მანჩესტერ სიტი 1:1
სტოკ სიტი (4-4-1-1): ბეგოვიჩი - უილკინსონი, შოუკროსი, ჰუთი, უილსონი - უოლტერსი, უელანი, ნ’ნზონზი, ადამი (85. კემერონი) - კაიტლი (69. ეთერინგტონი) - კრაუჩი (90. ოუენი)
მანჩესტერ სიტი (4-4-1-1): ჰარტი - მაიკონი, კომპანი, ლესკოტი, კლიში - ნასრი, ი. ტურე, ხ. გარსია, სინკლერი (74. დ. სილვა) - ბალოტელი (90. ჯეკო) - ტევესი (63. ბერი)
გოლები: 1:0 კრაუჩი (15), 1:1 ხ. გარსია (35)
გაფრთხილება: ხ. გარსია
კარში დარტყმა: 3-12 (2-8) კუთხური: 6-5 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 11-11 ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 27 101

ნორვიჩი-ვესტ ჰემი 0:0
ნორვიჩი (4-4-2): რადი - რ. მარტინი, ბასონგი, ბარნეტი, გარიდო - სნოდგრასი, ჰოუსონი, ბ. ჯონსონი, სერმენი - ჯექსონი (64. მორისონი), ჰოლტი (71. კეინი)
ვესტ ჰემი (4-5-1): იაასკელაინენი - დემელი, რიდი, კოლინზი, ო’ბრაიენი - ნოუბლი, დიამე, მ. ტეილორი (57. ჯარვისი), ნოლანი, ვას ტე (86. ბენაუინი) - კ. კოული (57. მაიგა)
გაფრთხილება: კოლინზი
კარში დარტყმა: 14-11 (8-4) კუთხური: 8-5 თამაშგარე: 3-2 ჯარიმა: 12-14 ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 26 806

სანდერლენდი-ლივერპული 1:1
სანდერლენდი (4-2-3-1): მინიოლე - გარდნერი, კუელიარი (46. ბრამბლი), ო’ში, როუზი (72. ფ. კემპბელი) - კატერმოული, კოლბეკი - ლარსონი, სესინიონი, მაკლინი - ს. ფლეტჩერი (86. საა)
ლივერპული (4-2-3-1): რეინა - მ. კელი, შკრტელი, აგერი, გ. ჯონსონი - ალენი, შელვი - ბორინი (64. დაუნინგი), ჯერარდი, სტერლინგი - სუარესი
გოლები: 1:0 ს. ფლეტჩერი (29), 1:1 სუარესი (71)
გაფრთხილება: ლარსონი - სუარესი, შკრტელი
კარში დარტყმა: 5-19 (1-8) კუთხური: 2-7 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 18-12 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 41 997

ასტონ ვილა-სუონსი 2:0
ასტონ ვილა (4-4-2): გუზანი - ლოუტონი, ვლაარი, კლარკი, ლიშაი - ჰოლმენი (79. ნ’ზოგბია), ელ აჰმადი, ბენანი, აირლანდი (70. ვესტვუდი) - ვაიმანი (71. ბენტეკე), ბენტი
სუონსი (4-2-3-1): ვორმი - რანხელი, ტეიტი, უილიამსი, დევისი - დე გუზმანი, ბრიტონი (80. შეხტერი) - ნ. დაიერი, მიჩუ, რუტლეჯი (57. პ ერნანდესი) - გრემი (72. მური)
გოლები: 1:0 ლოუტონი (16), 2:0 ბენტეკე (88)
გაფრთხილება: კლარკი, ლოუტონი, ლიშაი - მიჩუ
კარში დარტყმა: 8-7 (7-3) კუთხური: 10-4 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 13-4 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 34 005

ფულჰემი-ვესტ ბრომვიჩი 3:0
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - რიტერი, ჰიუზი, ჰანგელანდი, რიისე - დაფი (90. სმიტი), ბეირდი, სიდუელი, კაჩანიკლიჩი (84. კასამი) - ბერბატოვი, როდალიეგა
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი - ბ ჯოუნსი, მაკოლი, ოლსონი, რიჯუელი - მულუმბუ, იაკობი (76. როზენბერგი) - ოდემვინგე, მორისონი, ფორჩუნი (46. ბრანტი) - ლონგი (46. ლუკაკუ)
გოლები: 1:0 ბერბატოვი (32), 2:0 ბერბატოვი (45+1-პენ), 3:0 სიდუელი (89)
გაფრთხილება: არ ყოფილა
გაძევება: ოდემვინგე (38)
კარში დარტყმა: 21-10 (15-9) კუთხური: 5-4 თამაშგარე: 3-1 ჯარიმა: 7-9 ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 25 691

იუნაიტედი-უიგანი 4:0
იუნაიტედი (4-4-2): ლინდეგორი - რაფაელი, რ. ფერდინანდი, ვიდიჩი (77. ევანსი), ბიუტნერი - ნანი, კერიკი, სქოულზი (71. ვან პერსი), გიგზი (71. პაუელი) - ერნანდესი, უელბეკი
უიგანი (4-4-2): ალ-ჰაბსი - რამისი, კოლდუელი, ფიგეროა, ბოისი - მაკარტი, მაკარტური, ბოსეჟური (69. დ ჯონსი), მელონი (59. გომესი) - დი სანტო, კონე
გოლები: 1:0 სქოულზი (51), 2:0 ერნანდესი (63), 3:0 ბიუტნერი (66), 4:0 პაუელი (82)
მე-6 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა ერნანდესმა
გაფრთხილება: ბიუტნერი, უელბეკი - ბოისი, მაკარტური
კარში დარტყმა: 12-7 (5-3) კუთხური: 5-5 თამაშგარე: 1-0 ჯარიმა: 10-13 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 75 142

ქუინზ პარკი-ჩელსი 0:0
ქუინზ პარკი (4-4-2): ჟულიო სეზარი - ბოსინგვა, ა. ფერდინანდი, ნელსენი, ფაბიო (21. ონუოჰა) - რაიტ-ფილიპსი (70. ჯ. სისე), ფორლინი, გრანერო, ჟს. პარკი - ე. ჯონსონი (33. მაკი), ზამორა
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, დ. ლუისი, ტერი, ე. კოული - მიკელი, ლემპარდი - რამირესი, ბერტრანი (59. მოზესი), აზარი - ტორესი (81. სტარიჯი)
გაფრთხილება: რამირესი, ბერტრანი
კარში დარტყმა: 7-9 (3-5) კუთხური: 2-4 თამაშგარე: 3-0 ჯარიმა: 17-19 ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 18 271

რედინგი-ტოტენჰემი 1:3
რედინგი (4-2-3-1): მაკარტი - ჰარტი, გორკსი, პირსი, გიუნტერი - ლიგერტვუდი, კარაჩანი (46. ლე ფონდრე) - მაკლირი, გატრი (83. რობსონ-კანუ), მაკანუფი - პოგრებნიაკი (83. ჰანტი)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ფრიდელი - უოლკერი, ვერტონგენი, გალასი, ნაუტონი - სანდრო, დემბელე - სიგურდსონი (73. ჰადლსტოუნი), ლენონი (88. თაუსენდი), ბეილი (78. დემპსი) - დეფო
გოლები: 0:1 დეფო (18), 0:2 ბეილი (71), 0:3 დეფო (74), 1:3 რობსონ-კანუ (90)
გაფრთხილება: დეფო
კარში დარტყმა: 2-18 (1-7) კუთხური: 7-4 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 5-11 ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 24 160

ევერტონი-ნიუკასლი დღეს. 23:00

გუნდი
1. ჩელსი 4 3 1 0 8-2 10
2. იუნაიტედი 4 3 0 1 10-5 9
3. არსენალი 4 2 2 0 8-1 8
4. სიტი 4 2 2 0 9-6 8
5. სუონსი 4 2 1 1 10-4 7
6. ვესტ ბრომვიჩი 4 2 1 1 6-4 7
7. ვესტ ჰემი 4 2 1 1 4-3 7
8. ფულჰემი 4 2 0 2 10-6 6
9. ევერტონი 3 2 0 2 4-3 6
10. ტოტენჰემი 4 1 2 1 6-5 5
11. სტოკი 4 0 4 0 4-4 4
12. ასტონ ვილა 4 1 1 2 4-5 4
13. ნიუკასლი 3 1 1 2 3-4 4
14. უიგანი 4 1 1 2 4-8 4
15. სანდერლენდი 3 0 3 1 3-3 3
16. ნორვიჩი 4 0 3 1 2-7 3
17. ლივერპული 4 0 2 2 3-8 2
18. ქუინზ პარკი 4 0 2 2 2-9 2
19. რედინგი 3 0 1 3 4-8 1
20. საუთჰემპტონი 4 0 0 4 5-14 0

ბომბარდირები
4 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), მიჩუ (სუონსი), 3 - სტივენ ფლეტჩერი (სანდერლენდი), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი).

მომდევნო ტური
22 სექტემბერი: სუონსი-ევერტონი, ჩელსი-სტოკი, საუთჰემპტონი-ასტონ ვილა, ვესტ ბრომვიჩი-რედინგი, ვესტ ჰემი-სანდერლენდი, უიგანი-ფულჰემი.
23 სექტემბერი: ლივერპული-მანჩესტერ იუნაიტედი, ნიუკასლი-ნორვიჩი, მანჩესტერ სიტი-არსენალი, ტოტენჰემი-ქპრ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული