ანდრე ვილაშ-ბოაშის პირველი გამარჯვება

AutoSharing Option
მე-3 ტურამდე პრემიერლიგას ორი გრანდი ჰყავდა, რომელსაც გამარჯვება არ ჰქონდა აქტივში. "ლივერპული" ასეთადვე დარჩა, "ტოტენჰემმა" კი "რედინგთან" თავისი პირველი დამსახურებული გამარჯვება ჩაიწერა აქტივში და თანაც, გასვლაზე. მატჩის შემდეგ "დეზების" თავკაცმა ანდრე ვილაშ ბოაშმა კრიტიკოსებს ამაყად შეხედა თვალებში და განაცხადა, რომ კმაყოფილი იყო თავისი გუნდის გარჯით. როგორც ჩანს, ყველაზე მეტად მას გულზე ჩრდილოლონდონელთა ექსთავკაცის, ჰარი რედნაპის სიტყვები მოხვდა გულზე, ვინც თქვა, ვილაშ ბოაშის საქმიანობა 70%-ით გადაღეჭილი კონსპექტების კითხვისგან შედგებაო.

აი, რა თქვა 35 წლის პორტუგალიელმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე: "დღეს ძალიან ბედნიერი
ვარ და ყველაზე მეტად იმიტომ, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა ძალიან მოინდომეს. ისინი ბოლომდე იყვნენ კონცენტრირებულნი. ცხადია, რომ მათ იმ მძიმე შრომის წყალობით დღევანდელი წარმატება ალალად დაიმსახურეს. პირველი გამარჯვება განგაშის ზარებს უსაფუძვლოს ხდის. იმედია, ჩვენი ეს მიღწევა მომავალი წარმატებების წინაპირობა გახდება. მატჩის მიწურულს იმდენად კარგად ვთამაშობდით, რომ დავრწმუნდი, საერთოდ აღარ ნერვიულობდით. მინდა ვთქვა, რომ ყველა მწვრთნელს მუშაობის თავისი სტილი აქვს. ბოლოს და ბოლოს, მოედანზე სათამაშოდ ფეხბურთელები გადიან და არა მენეჯერები და შედეგები რაღაც წილად მათზეც არის დამოკიდებული".

ფრიდელი კონფლიქტს უარყოფს

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "დეზებმა" "ლიონიდან" საფრანგეთის ნაკრების კარის დარაჯი უგო ლორისი გადაიბირეს. ვილაშ ბოაშმა თავიდანვე განაცხადა, თუკი ბრედ ფრიდელი ამავე დონეზე თამაშს განაგრძობს, ადგილს ძირითადში აუცილებლად შეინარჩუნებსო. 41 წლის ამერიკელი ჯერჯერობით კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანის საფუძველს არ იძლევა. შესაბამისად, 25 წლის ფრანგს სათადარიგოთა სკამზე უწევს ყურყუტი. ფრიდელის თქმით, ამის მიუხედავად, ფეხბურთელსა და გუნდის თავკაცს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობაზე ლაპარაკი საფუძველს მოკლებულია.

"გაზეთებს ყველა ქვეყანაში უყვართ ხმამაღალი სათაურები. მაგალითად, ბოლო ხანს ისინი ვილაშ ბოაშისა და ლორისის კონფლიქტზე წერენ. ეს ყველაფერი სისულელეა. უგო დიდებული მეკარე და შესანიშნავი პიროვნებაა. იმავეს თქმა შემიძლია კუდიჩინისა და გომეშზეც. ჩვენ შორის ჯანმრთელი კონკურენაცია სუფევს. ჩვენ რამდენიმე ტურნირში ვთამაშობთ და ცხადია, თამაშის შანსი ყველას ექნება," – თქვა ფრიდელმა.

ასუ-ეკოტოს ერთი თვე

BBC-ის ცნობით, "ტოტენჰემისა" და კამერუნის ნაკრების 28 წლის განაპირა მცველმა ბენუა ასუ-ეკოტომ "რედინგთან" შეხვედრამდე მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც დაახლოებით ერთი თვე დასვენება მოუწევს. "ბენუას მუხლზე საშუალო სიმძიმის დაზიანება აქვს, რის გამოც დატვირთვის შემდეგ საკმაოდ უსივდება. წინა შეხვედრებში ის გაძლებაზე იყო, მაგრამ გუნდის დახმარებაზე უარი მაინც არ უთქვამს. ამ ეტაპზე ზუსტად თქმა ძნელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მას ოთხი კვირის გამოტოვება მოუწევს," – განაცხადა ვილაშ ბოაშმა. პორტუგალიელის თქმით, ასუ-ეკოტოს შეცვლა კრის ნაუტონს, კაილ ნაფტონსა ან იან ვერტონგენს შეუძლიათ.

ევერტონი-ნიუკასლი 2:2
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი – ბეინსი, დისტენი, იაგიელკა, ჰიბერტი – ფელაინი, პიენაარი, ოსმანი, ნევილი – იელავიჩი (44. ანიჩებე), მირალიაში (83. ნეისმიტი)
ნიუკასლი (4-5-1): ჰარპერი – პერჩი, ტეილორი, უილიამსონი, სანტონი – კაბაი (90+2. ბიგირიმანა), ანიტა, ხონასი, მარვო (46. ბა), სისე (80. შ. ამეობი) – ბენ არფა
გოლები: 1:0 ბეინსი (15), 1:1 ბა (49), 2:1 ანიჩებე (88), 2:2 ბა (90)
გაფრთხილება: ნევილი, პიენაარი, ფელაინი – ანიტა, პერჩი, შ. ამეობი
კარში დარტყმა: 10-7 (5-4) კუთხური: 3-3 თამაშგარე: 3-3 ჯარიმა: 18-11 ბურთის ფლობა: 52%-48%

თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 4 3 1 0 8-2 10
2. იუნაიტედი 4 3 0 1 10-5 9
3. არსენალი 4 2 2 0 8-1 8
4. სიტი 4 2 2 0 9-6 8
5. სუონსი 4 2 1 1 10-4 7
6. ვესტ ბრომვიჩი 4 2 1 1 6-4 7
7. ევერტონი 4 2 1 1 6-5 7
8. ვესტ ჰემი 4 2 1 1 4-3 7
9. ფულჰემი 4 2 0 2 10-6 6
10. ტოტენჰემი 4 1 2 1 6-5 5
11. ნიუკასლი 4 1 2 1 5-6 5
12. სტოკი 4 0 4 0 4-4 4
13. ასტონ ვილა 4 1 1 2 4-5 4
14. უიგანი 4 1 1 2 4-8 4
15. სანდერლენდი 3 0 3 0 3-3 3
16. ნორვიჩი 4 0 3 1 2-7 3
17. ლივერპული 4 0 2 2 3-8 2
18. ქუინზ პარკი 4 0 2 2 2-9 2
19. რედინგი 3 0 1 2 4-8 1
20. საუთჰემპტონი 4 0 0 4 5-14 0

ბომბარდირები: 4 – რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), მიჩუ (სუონსი), 3 - სტივენ
ფლეტჩერი (სანდერლენდი), დემბა ბა (ნიუკასლი) კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი)


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული