დევიდ მოიესი: მარუან ფელაინის გაშვებაზე ვიფიქრებთ

AutoSharing Option
“ევერტონის” 24 წლის ცენტრალური ნახევარმცველი მარუან ფელაინი დიდი ხანია, პრემიერლიგის უმდიდრესი კლუბების ინტერესს იწვევს.

მიმდინარე სეზონი ფეხბურთელმა ისეთ დონეზე დაიწყო, რომ ცხადი გახდა, “გუდისონ პარკზე” მას დიდხანს აღარავინ გააჩერებს.

“არ ვარ დარწმუნებული, რომ ფელაინი ჩვენთან სეზონის დასრულებამდე დარჩება. თუკი მის ტრანსფერთან დაკავშირებით საინტერესო წინადადებას მივიღებთ, აუცილებლად განვიხილავთ. იანვრამდე კი, ცხადია, ის “ევერტონში” იქნება,” - განაცხადა “ლურჯების” მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული