მიმდინარე სეზონი ფეხბურთელმა ისეთ დონეზე დაიწყო, რომ ცხადი გახდა, “გუდისონ პარკზე” მას დიდხანს აღარავინ გააჩერებს.
“არ ვარ დარწმუნებული, რომ ფელაინი ჩვენთან სეზონის დასრულებამდე დარჩება. თუკი მის ტრანსფერთან დაკავშირებით საინტერესო წინადადებას მივიღებთ, აუცილებლად განვიხილავთ. იანვრამდე კი, ცხადია, ის “ევერტონში” იქნება,” - განაცხადა “ლურჯების” მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"