ამ განცხადების საფუძველი ის გახდა, რომ 25 წლის ურუგვაელმა მიჯრით მესამე შეხვედრაში მიიღო ყვითელი ბარათი, რაც მიმდინარე სეზონში “საუკეთესო” მაჩვენებელია. კიდევ ორი გაფრთხილება და მას დისკვალიფიკაცია ელის.
“სუარესისგან მისი აგრესიული სტილის დათმობას კი არ ვითხოვ, არამედ იმას, რომ საკუთარი თავის კონტროლი ისწავლოს, რადგან ხანდახან მეტისმეტად ემოციურია და ნელ-ნელა ყალიბდება უდისციპლინო მოთამაშედ. ასეთებს კი, როგორც წესი, გუნდისთვის სარგებელი ვერ მოაქვთ ხოლმე,” - განაცხადა როჯერსმა.
“დეილი მეილის” ცნობით,
ქუინზ პარკმა ლიდერი სეზონის ბოლომდე დაკარგა
“ქუინზ პარკის” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ 31 წლის თავდამსხმელმა ენდი ჯონსონმა “ჩელსისთან” (0:0) პირველივე ტაიმში მუხლის ჯვარედინი იოგების უმძიმესი დაზიანება მიიღო, რის გამოც მას სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწევს.
აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ “რეინჯერების” თავკაცი მარკ ჰიუზი იმედოვნებდა, რომ ყველაზე უარესი პროგნოზები არ გამართლდებოდა. სამედიცინო გამოკვლევამ სიტუაციის მთელი სიმძიმე ცხადად წარმოაჩინა. ვეტერანი მსუბუქ ვარჯიშებს ყველაზე ადრე, მაისში თუ დაუბრუნდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"