15 სექტემბერს “ბრიტანია სტედიუმზე” გამართულ შეხვედრაში მასპინძელმა უკანახაზელმა მეტოქეს სახეში იდაყვი უთავაზა, რაც არბიტრ მარკ კლატენბერგსა და მის ასისტენტებს გამორჩათ.
უილკინსონს ასოციაციაში იმის ახსნა მოუწევს, რაში დასჭირდა კონკრეტულ მომენტში მსგავსი ხერხი. თუკი ფეხბურთელი დამაჯერებელ ვერსიას ვერ წარმოადგენს, მას მინიმუმ 3 მატჩით ელის დისკვალიფიკაცია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"