როტაცია გაგრძელდება
სწორედ ამ დღეებში განაცხადა “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ
“მნიშვნელოვანია, რომ ორივე მეკარეს ჰქონდეს სათამაშო პრაქტიკა. ისეთ სტაბილურ ასპარეზობამდე კი, როგორც ამას პიტერ შმაიხელი და ედვინ ვან დერ სარი ახერხებდნენ, მათ ძალიან ბევრი უკლიათ. პერიოდულად მათთვის კარის მინდობა პრობლემას არ მიქმნის, რადგან თანაბარი ძალის მეკარეები არიან და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჯერ კიდევ გასული სეზონის დასაწყისში, რომ თამაშები მათთვის თანაბრად მიგვეცა,” - აცხადებს ფერგიუსონი.
პირველი კარგი დასვენება
ხავიერ ერნანდესმა, პირველად ბოლო სამი წლის განმავლობაში, სანაკრებო ტურნირებისგან თავი შორს დაიგულა და როგორც თავად აცხადებს, კარგად დაისვენა. არადა, ბედის ირონიაა, რომ მექსიკის ოლიმპიურმა გუნდმა მისი დახმარების გარეშე შეძლო ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვება. აი, რას ამბობს ფეხბურთელი:
“გულშემატკივართა ნაწილს მიაჩნდა, რომ “იუნაიტედში” ჩემი პირველი სეზონი წარმატებული იყო; სხვები ამტკიცებდნენ, რომ არა მიშავდა. შარშან პირველები ამბობდნენ, რომ არა მიშავდა; მეორეები კი აცხადებდნენ, რომ სეზონი პირწმინდად ჩავაგდე. თავად რას ვფიქრობ? პირადად კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშით. იმედი მაქვს, ზაფხულის დასვენება წელს ხელს შემიწყობს უკეთესი სეზონის ჩატარებაში.
“იუნაიტედში” პირველი სრულფასოვანი მოსამზადებელი ეტაპი გავიარე, რასაც ჩემს სათამაშო ფორმაზე დადებითად უნდა ემოქმედა. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ “იუნაიტედში” ვთამაშობ და იმის მიუხედავად, ფერგიუსონი ძირითად შემადგენლობაში მაყენებს თუ სკამზე მსვამს, სათამაშოდ ყოველთვის ერთნაირად ვარ მზად. ფეხბურთელებმა მშვენივრად ვიცით ჩვენი კლუბის ისტორია; ვიცით, რომ ნებისმიერ შეჯიბრებაში გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ”.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"