"ტოტენჰემის" ფეხბურთელებს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს

AutoSharing Option
"გარდიანის" ცნობით, "ტოტენჰემის" ფეხბურთელები ჯერმეინ დეფო, აარონ ლენონი და ანდრეს თაუსენდი "ლაციოსთან" ევროპა ლიგის მატჩის (0:0) მიმდინარეობისას სტუმარმა "ულტრასმა" რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყვეს.

"ბიანკოჩელესტეს" ფანებისთვის ეს შემთხვევა არც პირველია და სამწუხაროდ, არც უკანასკნელი იქნება.

თამაშის დასრულების შემდეგ ანდრე ვილაშ ბოაშმა განაცხადა, რომ ის უეფასგან ამ საქმეზე ადეკვატურ რეაგირებას ელოდება.

"ტოტენჰემი" ალბათ უახლოეს დღეებში მიმართავს აღნიშნულ ორგანიზაციას შესაბამისი სარჩელით.

"უეფა რასიზმს სასტიკად ებრძვის. ამ მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს," - თქვა ჩრდილოლონდონელთა პორტუგალიელმა დამრიგებელმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული