ინგლისი. პრემიერლიგა. V ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
"სუონსიმ" პრემიერლიგა ისე დაიწყო, რომ გვეგონა, შარშანდელივით გაგვაოცებდა. პირველი ორი ტურის დადებითი შთაბეჭდილება მალევე გაგვიცრუვდა.

მიკაელ ლაუდრუპის შეგირდებმა ზედიზედ მესამე მოუგებელი თამაში ჩაატარეს. აქედან ბოლო ორში გოლიც კი არ გაუტანიათ. აშკარაა, რომ სერიოზულმა საკადრო გადაადგილებებმა გუნდს თავისი კვალი მაინც დაატყო.

"გედების" შარშანდელმა ნახევარდაცვამ "ლიბერთი სტედიუმი" მთლიანად დატოვა, ახალწვეულები კი მათ შესაცვლელად მზად არ აღმოჩნდნენ. მით უმეტეს, რომ ისინი სულ სხვა ჩემპიონატებიდან მოვიდნენ.

ვერ გეტყვით, მოახერხებს თუ არა დანიელი სპეციალისტი გუნდში ნერვიული ფონის შემცირებას, მაგრამ ცხადია, რომ მას ამ საქმისთვის ხელის
მოკიდება მართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას თანამდებობის დატოვება მალევე მოუწევს.

კარგი სტარტი არგუმენტად დიდხანს ვერ გამოდგება.

არსენის ტაქტიკური არსენალი
"არსენალის" სატრანსფერო პოლიტიკაზე დიდხანს შეიძლება ლაპარაკი. დიახ, ჩრდილოლონდონელთა გულშემატკივრები ხანდახან ხუმრობენ ხოლმე, რომ ჩვენი გუნდი სხვა გრანდებისთვის ფარმკლუბად გადაიქცაო.

ხანდახან მართლა რჩება შთაბეჭდილება, რომ არსენ ვენგერი ფეხბურთელებს სხვებს უზრდის.

რაც უნდა ვთქვათ, ფრანგი ყოველთვის ახერხებს ღირსეული პასუხის გაცემას ყველა შეკითხვაზე - თუ ხმამაღლა არა, თამაშით მაინც. ამის დასტურია ბოლო წლების პრაქტიკა. "არსენალმა" მსოფლიო ფეხბურთის მთელი თანავარსკვლავედის წასვლა გადაიტანა და ასე თუ ისე, ჩემპიონობის პრეტენდენტად მუდმივად რჩება.

ახლაც ასეა. "მანჩესტერ სიტის" დედაქალაქელებმა სწორედ რეზერვის დროულად ჩართვით აჯობეს და როცა დასჭირდათ, სრული უპირატესობაც მოიპოვეს მეტოქესთან.

აი, რა თქვა მატჩის შემდეგ "მეთოფეთა" ლეგენდარულმა დამრიგებელმა:
"შედეგით კმაყოფილი ვარ. ერთი ქულა ის მინიმუმი იყო, რასაც ამ შეხვედრაში ვიმსახურებდით. ასევე კმაყოფილი ვარ თამაშის ხარისხით და ფეხბურთელების მონდომებით, თუმცა, ვფიქრობ, რომ ცოტა მეტის მიღწევაც შეგვეძლო. განსაკუთრებით, გული დამწყდა მეორე ტაიმში ჟერვინიოს მომენტზე.

იმედი მაქვს, რომ ამ შედეგის მერე ჩემს ფეხბურთელებს საკუთარი ძალის რწმენა უფრო განუმტკიცდებათ.

აშკარად ჩავვარდით ლესკოტის გოლის მომენტში, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ "სიტი" ის გუნდია, რომელსაც სტანდარტული მდგომარეობებიდან გოლები ყველაზე ხშირად გააქვს.

ამ დროს, მცველების გარდა, ვიტო მანონეც შეცდა, თუმცა მისი თამაშით საბოლოოდ მაინც კმაყოფილი დავრჩი. მე მომწონს ეს ბიჭი".

დი მატეო ვეტერანებს არ უარყოფს
საინტერესო იყო, რომ "ჩელსის" "სტოკთან" შეხვედრაში ძირითადში არც ჯონ ტერი ჰყავდა და არც ფრენკ ლემპარდი. ჟურნალისტებმა იტალიელი სპეციალისტისგან ახსნა-განმარტება მოითხოვეს.

აი, რას ამბობს "ლურჯების" დამრიგებელი:
"ეს არაფერს ნიშნავს. ვეტერანების სკამზე დასმა მხოლოდ აუცილებელი როტაციაა. ჩემს განკარგულებაში დიდებული შემსრულებლები არიან და სწორედ ამის წყალობაა, რომ შემადგენლობის გადახალისების საშუალება მეძლევა.

მჭიდრო გრაფიკის გამო ამის გაკეთება მომავალშიც მოგვიწევს. სეზონის განმავლობაში ძალების რაციონალურად გადასანაწილებლად ეს ერთადერთი გზაა".


სტატისტიკა
ბომბარდირები:
5 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი),
4 - სტივენ ფლეტჩერი (სანდერლენდი), მიგელ მიჩუ (სუონსი), ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი), დემბა ბა (ნიუკასლი), რიკი ლამბერტი (საუთჰემპტონი);
3 - კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი), ბობი ზამორა (ქუინზ პარკი), კევინ ნოლანი (ვესტ ჰემი), დემიენ დაფი (ფულჰემი), მარუან ფელაინი (ევერტონი)

ასისტენტები:
4 - ედენ აზარი (ჩელსი);
3 - უეინ რუტლეჯი (სუონსი), ბრაიან რუისი (ფულჰემი);
2 -კრის ბრანტი (ვესტ ბრომვიჩი), სებასტიან ლარსონი (სანდერლენდი), ადამ ლალანა (საუთჰემპტონი), ლეიტონ ბეინსი (ევერტონი), ნათან დაიერი (სუონსი), რიკარდუ ვას ტე (ვესტ ჰემი), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი), სანტი კასორლა (არსენალი), სტივენ პიენაარი (ტოტენჰემი)

გოლი+პასი:
5 - მიგელ მიჩუ (სუონსი) - 4+1, რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 5+0, ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი) - 4+1, რიკი ლამბერტი (საუთჰემპტონი) - 4+1, კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი) - 3+2, ედენ აზარი (ჩელსი) - 1+4;
4 - ნათან დაიერი (სუონსი) - 2+2, უეინ რუტლეჯი (სუონსი) - 1+3

გაფრთხილებები:
3 - მარტინ შკრტელი (ლივერპული), ლუის სუარესი (ლივერპული), ერიკ ლიშაი (ასტონ ვილა), ჯეიმს მაკარტური (უიგანი), ანხელ რანხელი (სუონსი);
2 - კირან კლარკი (ასტონ ვილა), დინ უაიტჰედი (სტოკ სიტი), ბრედ გუზანი (ასტონ ვილა), დავიდ ლუისი (ჩელსი), პოლ სქოულზი (მანჩესტერ იუნაიტედი), კრეიგ გარდნერი (სანდერლენდი), მიგელ მიჩუ (სუონსი), ეშლი უილიამსი (სუონსი), ხავი გარსია (მანჩესტერ სიტი), მარუან ფელაინი (ევერტონი), კარიმ ელ-აჰმადი (ასტონ ვილა), ჯეიმს კოლინზი (ვესტ ჰემი), უინსტონ რიდი (ვესტ ჰემი), ფილ ნევილი (ევერტონი)

გაძევებები:
კირან კლარკი (ასტონ ვილა), ჩიკო (სუონსი), დინ უაიტჰედი (სტოკ სიტი), ჯონჯო შელვი (ლივერპული), პიტერ ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი), ტომ ჰადლსტოუნი (ტოტენჰემი), დანიელ აგერი (ლივერპული), ნათან დაიერი (სუონსი)

ზოგადი სტატისტიკა:
49 მატჩი
32 მოგება
17 ფრე
27 მშრალად შენახული კარი
137 გოლი
701 ზუსტი დარტყმა კარში
533 აცილება
387 ფეხბურთელი
64 ეროვნების მოთამაშე
1 ჰეთ თრიკი
123 ყვითელი ბარათი
8 წითელი ბარათი
1 737 256 ფანი ტრიბუნებზე

ტურის გმირი
ცოტა უცნაური ტური იყო. არც ერთ ფეხბურთელს დიდად თავი არ გამოუჩენია. ცენტრალურ მატჩებსაც კი არ ჰყოლიათ გამოკვეთილი გმირი და შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ტურის გმირის წოდება არავისთვის არ გადაგვეცა.

ტურის მწვრთნელი
ნაიჯელ ედკინსი (საუთჰემპტონი)
47 წლის სპეციალისტს პრემიერლიგაში გუნდის გაძღოლის პრაქტიკა არასოდეს ჰქონია და როცა ამის შანსი მიეცა, ბედშავს პირველ ოთხ ტურში შარშანდელი ჩემპიონატის სამი საუკეთესო გუნდი - "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" დაუპირისპირდა. "წმინდანებმა" სცადეს ბრძოლა და ეს "მეთოფეების" გარდა, ყველასთან გამოუვიდათ.

და აი, ზღვისპირელებს პირველად მოუხდათ "თანატოლთან" ჭიდაობა. მასპინძლებმა ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმეს.

პრემიერლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები (ლელოს ვერსია)
ბენ ფოსტერი (ვესტ ბრომვიჩი), რაფაელი (მანჩესტერ იუნაიტედი), ბრანისლავ ივანოვიჩი (ჩელსი), პერ მერტეზაკერი (არსენალი), ეშლი კოული (ჩელსი), გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), მარუან ფელაინი (ევერტონი), ატემ ბენ-არფა (ნიუკასლი), სანტი კასორლა (არსენალი), დემბა ბა (ნიუკასლი), რომელუ ლუკაკუ (ვესტ ბრომვიჩი)

სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით
1. დემიენ დაფი (ფულჰემი)
2. ლეიტონ ბეინსი (ევერტონი)
3. კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი)
4. ბრანისლავ ივანოვიჩი (მანჩესტერ სიტი)
5. რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)

მომდევნო ტური
29 სექტემბერი
არსენალი-ჩელსი, ევერტონი-საუთჰემპტონი, ფულჰემი-მანჩესტერ სიტი, ნორვიჩი-ლივერპული, რედინგი-ნიუკასლი, სტოკ სიტი-სუონსი, სანდერლენდი-უიგანი, მანჩესტერ იუნაიტედი-ტოტენჰემი

30 სექტემბერი
ასტონ ვილა-ვესტ ბრომვიჩი

1-ლი ოქტომბერი
ქუინზ პარკი-ვესტ ჰემი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. V ტური: როდემდე იქნება ფორტუნა ”ჩელსის” მხარეზე

სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით
1. დემიენ დაფი (ფულჰემი)
2. ლეიტონ ბეინსი (ევერტონი)
3. კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი)
4. ბრანისლავ ივანოვიჩი (მანჩესტერ სიტი)
5. რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული