უეინ რუნი ბრუნდება, დარენ ფლეტჩერიც

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცს, სერ ალექს ფერგიუსონს ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უეინ რუნის უახლოეს თამაშებზე მოედანზე გასვლის უფლებას.

თავად ფეხბურთელი კი აცხადებს, რომ მზადაა ლიგის თასზე "ნიუკასლთან" გუნდის დასახმარებლად.

შეგახსენებთ, 27 წლის თავდამსხმელმა მე-2 ტურში "ფულჰემთან" მატჩში მეტოქესთან შეტაკებისას ბარძაყის უმძიმესი ტრავმა მიიღო და მას მერე მკურნალობს.

ჩვენი ინგლისელი კოლეგები ვარაუდობენ, რომ შოტლანდიელი რუნის "ტოტენჰემთან" შაბათის პრემიერლიგური დაპირისპირებისთვის შემოინახავს.

პირველად 10 თვის შემდეგ
რუნის საკითხი ღიად არის დარჩენილი. სამაგიეროდ, მწვრთნელმა უკვე გადაწყვიტა, რომ "კაჭკაჭებთან" მატჩს ძირითადში დაიწყებს დარენ ფლეტჩერი.

28 წლის შოტლანდიელი 2011 წლის დეკემბრის შემდეგ "იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდება. მოედანს ის 19 სექტემბერს "გალათასარაისთან" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დაუბრუნდა.

ალბათ, არ გჭირდებათ იმის შეხსენება, რომ ფლეტჩერი 10 თვის განმავლობაში საჭმლის მომნელებელი სისტემის ვირუსით იყო ავად. ერთი პერიოდი იმასაც კი წერდნენ, რომ მას აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულება მოუწევდა. "

დარენს პირველად ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოუწევს მოედანზე 90 წუთის გატარება. ვნახოთ, როგორ ითამაშებს. ამაზეა დამოკიდებული, გავა თუ არა ის მოედანზე "ტოტენჰემთანაც".

ძეგლი სიცოცხლეშივე
"იუნაიტედის" ისტორიაში მეტ ბასბის შემდეგ ყველაზე დიდი როლი ალექს ფერგიუსონს აქვს ნათამაშები და ის გადაწყვეტილება, რაც კლუბმა მიიღო, სულაც არ არის გასაკვირი - სერ ალექსს "ოლდ ტრეფორდის" ჩრდილოეთ ტრიბუნასთან 3-მეტრიან ძეგლს დაუდგამენ.

საამისო ნებართვა კლუბს მანჩესტერის მუნიციპალიტეტმა უკვე მისცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული