ვის ეკუთვნოდა ეს ნივთები, კლუბიც და პოლიციელებიც ამაზე ჯერჯერობით დუმილს ინარჩუნებენ.
ეს ამბავი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც "ჩელსის" ვარსკვლავებმა ვარჯიშის დასრულების შემდეგ თავიანთი ნივთები ადგილზე ვერ აღმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ წელს ლონდონელთა ბაზაზე ეს პირველი ინციდენტი არ არის. ქურდობის ფაქტი აკადემიის ფეხბურთელთა გასახდელში უკვე რამდენჯერმე მოხდა.
ამას გარდა, რამდენიმე თვის წინ კლუბის უსაფრთხოების სამსახურმა ბაზა მთლიანად
ამასთან შედარებით იმის გახსენება, რომ ბაზის თანამშრომლებმა არასანქცირებული ფოტოსესიისას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულისთვის განკუთვნილი თასი დააზიანეს, ცოტა არასერიოზულადაც კი ჟღერს.
წინასწარი საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაიწყო. კლუბმა პოლიციას უკვე გადასცა სათვალთვალო კამერების ჩანაწერი.
"ჩელსის" წარმომადგენელთა მტკიცებით, ქურდი მარტო მოქმედებდა და ის არ უნდა იყოს კლუბის თანამშრომელი.
თუკი ეს ასეა, ჩნდება კითხვა, როგორ მოახერხა მან ბაზის ტერიტორიაზე შეღწევა. გამომძიებელთა განმარტებით, ეჭვმიტანილი მათ ჯერ არ ჰყავთ და შესაბამისად, პრესის ვარაუდები მხოლოდ და მხოლოდ მათი წინასწარი დასკვნებია და მეტი არაფერი.
ტერი სათამაშოდ მზადაა
"გარდიანის" ცნობით, "ჩელსის" კაპიტანი ჯონ ტერი შაბათს "არსენალთან" ლონდონურ დერბიში სათამაშოდ მზად იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მას ამ კვირაში საფეხბურთო ასოციაციაში ანტონ ფერდინანდთან დაკავშირებული რასისტული სკანდალის გამო სპეციალურ კომისიასთან გასაუბრება ელის.
შესაბამისად, დიდი შანსია, რომ ფეხბურთელმა სრული დატვირთვით ვარჯიში ვერც მოახერხოს. თუკი დამოუკიდებელი ექსპერტები სამოქალაქო სასამართლოსგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ლონდონელთა ერთ-ერთ ლიდერს, მინიმუმ, ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის.
ტერი და მისი ადვოკატები ფეხბურთელის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას აუცილებლად გაასაჩივრებენ. ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქმეს წერტილი, ყველაზე გვიან, მომდევნო კვირის დასაწყისში დაესმება.
"ჯონთან მუდმივი კონტაქტი გვექნება. მწვრთნელები, ფიზმომზადების სპეციალისტები და ექიმები მის მდგომარეობას გულდასმით შეისწავლიან "არსენალთან" შეხვედრამდე. ითამაშებს თუ არა, მხოლოდ მათ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული. იმედი მაქვს, ყველაფრის მიუხედავად, კაპიტანი დერბის ოპტიმალურ კონდიციებში შეხვდება," – განუცხადა BBC-ის "ლურჯების" მწვრთნელმა ედი ნიუტონმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"