კუნძულელთა ფანების დიდი ნაწილის აზრით, მათ საამაყო ნაკრებს ტექნიკური ფეხბურთელები აკლდა, რის გამოც ევრო 2012-ზე ბურთის კონტროლი ჭირდა. შესაბამისად, ინგლისელები იძულებულები იყვნენ, რომ დაცვაზე იმაზე მეტი ეფიქრათ, ვიდრე ჩვეულებრივ.
“ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩატარებულ შეხვედრებში ნათლად წარმოვაჩინეთ, თუ რომელი სათამაშო ფილოსოფიის ერთგულები უნდა ვიყოთ. სამწვრთნელო შტაბი მთლიანად კონცენტრირებულია იმაზე, რომ გუნდის თამაშის ხარისხი კიდევ უფრო
დიახ, ჩვენ ვალდებულები ვართ დავუმტკიცოთ ყველას, რომ შეგვიძლია დომინირება არამხოლოდ ცალკეულ მატჩებში და მით უფრო, ცალკეულ ეპიზოდებში, არამედ ზოგადად მთელი ტურნირის განმავლობაში. სწორედ აღნიშნული სტრატეგია უნდა გახდეს ჩვენი მამოძრავებელი ძალა. დაცვაში ჩაჯდომა და კონტრშეტევებზე შანსის ძიება წარსულს უნდა ჩავაბაროთ,” – განუცხადა “სამი ლომის” მთავარმა მწვრთნელმა “მანჩესტერ ივნინგ ნიუსს”.
აქვე გეტყვით, რომ ჰოჯსონმა ჯონ ტერის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ გუნდში რიო ფერდინანდის დაბრუნების პერსპექტივას საეჭვო უწოდა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევრო 2012-ზე რიოს განაცხადს მიღმა დატოვება არ ყოფილა დაკავშირებული “იუნაიტედისა” და “ჩელსის” ვარსკვლავებს შორის არსებული დაძაბულ ურთიერთობასთან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"