ფერნანდო ტორესი: "ჩელსიში" თავდაპირველად გამიჭირდა, მაგრამ ეს ახლა წარსულია

AutoSharing Option
ესპანელმა თავდამსხმელმა ფერნანდო ტპორესმა ინგლისის პრემიერლიგაში თავისი 75-ე გოლის გატანასთან დაკავშირებით ემოციები არ დამალა.

ეს 29 სექტემბერს მოხდა, როდესაც მისმა "ჩელსიმ" ინგლისის პრემიერლიგის მეექვსე ტურში "არსენალი" სტუმრად 2:1 დაამარცხა.

"თავდაპირველად "ჩელსიში" გამიჭირდა. მაგრამ ეს ახლა წარსულია. მომენტით და იმ ბრწყინვალე შემადგენლობით ვტკბები, რომელიც ახლანდელ დიდ და ძლიერ გუნდშია თავმოყრილი", - განაცხადა ტორესმა.

ინგლისში გატანილი 75 გოლიდან ტორესმა 65 "ლივერპულის" მაისურით გაიტანა, 10 კი "ჩელსის".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული