ეს 29 სექტემბერს მოხდა, როდესაც მისმა "ჩელსიმ" ინგლისის პრემიერლიგის მეექვსე ტურში "არსენალი" სტუმრად 2:1 დაამარცხა.
"თავდაპირველად "ჩელსიში" გამიჭირდა. მაგრამ ეს ახლა წარსულია. მომენტით და იმ ბრწყინვალე შემადგენლობით ვტკბები, რომელიც ახლანდელ დიდ და ძლიერ გუნდშია თავმოყრილი", - განაცხადა ტორესმა.
ინგლისში გატანილი 75 გოლიდან ტორესმა 65 "ლივერპულის" მაისურით გაიტანა, 10 კი "ჩელსის".