სერხიო აგუეროს ბრალდება მსაჯებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" 25 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ ბოლო პერიოდში პრემიერლიგელი მსაჯების მუშაობით უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ ისინი ინგლისელ ფეხბურთელებს ბევრად მეტს პატიობენ, ვიდრე ლეგიონერებს, მაგრამ ამასთან მას ესმის, თუ რატომ ხდება ეს.

"ფულჰემთან" შეხვედრის დასრულების შემდეგ არბიტრების მოქმედებით უკმაყოფილო იყო რობერტო მანჩინიც.

აი, რა თქვა აგუერომ:

"ძალიან ვცდილობ, რომ სამსაჯო საკითხებზე არასოდეს ვილაპარაკო, რადგან მგონია, რომ ისინი ყველა გუნდის სასარგებლოდ თუ საზიანოდ ცდებიან. ეს მომავალშიც ასე იქნება.

ამისგან დაზღვეული
არავინ არის. ასე იყო "ფულჰემთანაც" - მარკ ჰალსი შეცდა. არა უშავს, ხდება ხოლმე. მესმის ისიც, რომ ადგილობრივი ფეხბურთელებისადმი ყველა ქვეყანაში განსაკუთრებული დამოკიდებულებაა, მაგრამ მაინც მგონია, რომ უცხოელებისადმი ნდობა უფრო უნდა გაიზარდოს, რადგან არასამართლიანია, როცა ვიღაცას შენზე მეტი პრივილეგია აქვს.

სხვა თუ არაფერი, ჩემპიონატში ინგლისელების რაოდენობა ჩვენს რიცხვს ბევრად არ აჭარბებს"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული