ამით "ჩაქუჩებმა" დაადასტურეს, რომ ელიტაში დაბრუნების შემდეგ მათი მიზანი უბრალოდ ადგილის შენარჩუნება კი არა, მინიმუმ, ევროთასების ზონისთვის ბრძოლაა.
ანგარიში შეხვედრის დებიუტშივე გაიხსნა, ოღონდ აშკარა იყო, რომ სტუმრებს ბედმა გაუღიმა. მეტ ჯარვისს კევინ ნოლანის ფეხზე აჭრილი ბურთი თავზე დააჯდა და მანაც ახლო მანძილიდან გაიტანა. ამ სიტუაციაში პატარა ბავშვივით დაბნეული დარბოდა აქეთ-იქით ჟულიო სეზარი.
ბრაზილიელი გოლკიპერი საუკეთესოდ ნამდვილად არ გარჯილა მეორე გოლის მომენტშიც. მასპინძელთა უკანა ხაზი ისევ ჩავარდა. დაცვამ ბურთის
ჯეიმს ტომკინსმა რიკარდო ვას ტე მონახა. პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ნახევარბრუნში ეფექტური გოლი შეაგდო. სეზარს ბურთი ხელებში გაუძვრა. ორბურთიანმა ჩამორჩენამ "ქუინზ პარკი" გაახელა.
მასპინძელი შეტევაში წავიდა. ჯიბრილ სისემ ორი მშვენიერი საგოლე შანსი გაატანა ქარს. პირველად მან ბურთის დამუშავებაში დაკარგა დიდი დრო, რითაც ჯეიმს კოლინზმა ისარგებლა; მეორედ კი ფრანგმა ვეტერანმა აკრობატულ ნახტომში მოინდომა დარტყმა, მაგრამ იუსი იასკელაინენმა დიდებული ნახტომით უპასუხა.
მეორე ტაიმში პირველი მომენტი ისევ "ვესტ ჰემმა" შექმნა - მოჰამედ დიამეს ძლიერი დარტყმა ჟულიო სეზარმა მოიგერია.
ჩამორჩენა ანგარიშში მალე ერთ ბურთამდე შემცირდა. თამაში თავის თავზე შეცვლაზე შესულმა ადელ ტაარაბტმა აიღო.
მაროკოელმა ფლანგზე მეტოქე ჩამოიშორა, საჯარიმოს მისადგომებთან ჩაისეირნა და მოჭრილი ბურთი შორეულ კუთხეში გაახვია.
მასპინძლებს მატჩის დასრულებამდე რამდენიმე მომენტი კიდევ ჰქონდათ, მაგრამ იასკელაინენს ვერაფერი დააკლეს. ბოლოს ის უნდა აღვნიშნოთ, რომ "ვესტ ჰემს" ეს 3 ქულა სარეკორდოდ ბევრ, 8 (რვა) ყვითელ ბარათად დაუჯდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"