ინგლისის ნაკრები დებიუტანტებით დაკომპლექტდა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა სან მარინოსთან და პოლონეთთან შეხვედრებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის არიან დებიუტანტები - ფრეიზერ ფორსტერი (სელტიკი) და რაიან შოუკროსი (სტოკ სიტი).

ალბათ, იცით, რომ სანაკრებო კარიერა დაასრულა ჯონ ტერიმ. ამის მიუხედავად, გუნდის თავკაცმა რიო ფერდინანდს მაინც უგანა. მაშ ასე, ინგლისის სრული საბრძოლო განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ჯო ჰარტი (მანჩესტერ სიტი), ჯონ რადი (ნორვიჩი), ფრეიზერ ფორსტერი (სელტიკი);
მცველები: ლეიტონ ბეინსი, ფილ იაგიელკა (ორივე ევერტონი), გარი კეჰილი, ეშლი კოული (ორივე ჩელსი), კირან გიბსი (არსენალი), ჯოლეონ ლესკოტი
(მანჩესტერ სიტი), გლენ ჯონსონი (ლივერპული), კაილ უოლკერი (ტოტენჰემი), რაიან შოუკროსი (სტოკ სიტი);
ნახევარმცველები: მაიკლ კერიკი, ტომ კლევერლი (ორივე მანჩესტერ იუნაიტედი), სტივენ ჯერარდი (ლივერპული), აარონ ლენონი (ტოტენჰემი), ადამ ჯონსონი (სანდერლენდი), ფრენკ ლემპარდი (ჩელსი), ჯეიმს მილნერი (მანჩესტერ სიტი), ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, თეო უოლკოტი (ორივე არსენალი);
თავდამსხმელები: ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი), ენდი კეროლი (ვესტ ჰემი), უეინ რუნი, დენი უელბეკი (ორივე მანჩესტერ იუნაიტედი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული