ინგლისი. პრემიერლიგა. VII ტური: ფავორიტების სტატუს-კვო [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
პირველი მშრალი თამაში
"სანდერლენდმა" "ეტიჰადზე" თითქოს უემოციოდ ითამაშა და შესაბამისად, უშანსოდ წააგო.

როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. პირველი გოლი მატჩის დებიუტშივე გავიდა - მე-5 წუთზე კარლოს კუელიარმა კარლოს ტევესის წინააღმდეგ დაარღვია თამაშის წესები. არბიტრმა საჯარიმო დანიშნა, რომელიც თავისი ჯადოსნური მარცხენა ფეხით ალექსანდარ კოლაროვმა მეკარისგან ახლო, ზედა კუთხეში გაახვია.

21-ე წუთზე ანგარიში შეიძლებოდა კიდევ ერთხელ შეცვლილიყო, მაგრამ ჯერ პაბლო საბალეტამ და მერე ტევესმა თავიანთი შანსები ვერ გამოიყენეს.

მასპინძელთა უპირატესობა თანდათან იზრდებოდა, მაგრამ მინდორზე უსაქმურად მდგარი მარიო ბალოტელის მაგივრად სერხიო
აგუეროს
გამოჩენამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. შეცვლაზე შესულმა არგენტინელმა დავიდ სილვასა და კოლაროვის მიერ გათამაშებული კომბინაცია დააგვირგვინა.

სერბმა გოლს საგოლე პასიც დაამატა. "სიტი" ლაღ და შემტევ ფეხბურთს თამაშის დამთავრებამდე თამაშობდა. მატჩის დასრულებას ორიოდე წუთი უკლდა, როცა ჯეიმს მილნერმა მარცხენა ფლანგზე დანიშნული ჯარიმა სიმონ მინიოლეს კარში პირდაპირ გაუშვა. კრეიგ გარდნერმა თავით ბურთს მიმართულება ოდნავ შეუცვალა - 3:0.

ჰო, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ "მანჩესტერ სიტიმ" წელს პირველად მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

ლიდერების ბრწყინვალება
შეიძლება ითქვას, რომ "ჩელსიმ" "ნორვიჩთან" კარგად წაივარჯიშა. რობერტო დი მატეოს გუნდმა ზედიზედ მეორედ გაანადგურა მეტოქე (ჩემპიონთა ლიგაში "ნორშელანთან" 4:0-ის ჩათვლით). "იადონები" კი მიყოლებით მეორედ დამარცხდნენ სამბურთიანი სხვაობით (წინა ტურში "ლივერპულთან" 2:5).

ანგარიშის გახსნას დიდი დრო არ დასჭირვებია. მე-11 წუთზე მასპინძელთა დაცვა ჩავარდა. სებასტიან ბასონგმა საჯარიმოში ბურთისთვის ბრძოლა უპრობლემოდ მოიგო და გრანტ ჰოლტს დაუგდო. უკანასკნელისთვის ხელი არავის შეუშლია. პეტრ ჩეხი უძლური აღმოჩნდა.

ანგარიში ზუსტად სამ წუთში გათანაბრდა. მარჯვენა ფლანგზე ხუან მატამ ტექნიკური მოძრაობით მიიღო გრძელი პასი და უკან ბრანისლავ ივანოვიჩს დაუგორა. სერბმა ბურთი საჯარიმოში დაკიდა, სადაც ფერნანდო ტორესმა რბილი თავურით წონასწორობა აღადგინა.

"ელ ნინიო" მეორე გოლის მომენტშიც მოექცა ყურადღების ცენტრში. ესპანელმა მაკრატელათი სცადა დარტყმა და მეტოქეს გაარტყა. ბურთი საჯარიმოს გარეთ ფრენკ ლემპარდს მიუვიდა, ვინც ჯონ რადის აუღებელი დაურტყა - ხაზის გადაკვეთამდე ბურთი მიწას ორჯერ შეეხო.

პირველ ტაიმში კიდევ ერთი გოლი გავიდა. ამჯერად ყველაფერი ბევრად მარტივად მოხდა: მატამ ბურთი დიდხანს ათრია და იდეალური პასით ედენ აზარი მონახა. ბელგიელი მეკარესთან პირისპირ დარჩა და გაიტანა.

ესპანელმა პლეიმეიკერმა მეორე ტაიმში კიდევ ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ამჯერად მან ბრანისლავ ივანოვიჩს გაუმართა ხელი. 28 წლის სერბმა 7 შეხვედრაში უკვე მე-3 გოლი გაიტანა.

ლაუდრუპის კარგი სტარტი მირაჟი ყოფილა
"სუონსის" მიერ სეზონის კარგად დაწყებამ ბევრს (მათ შორის, ჩვენც) ილუზია შეუქმნა, რომ მათ მთელი რიგი წამყვანი ფეხბურთელების წასვლა არ დაეტყობოდათ, მაგრამ არც მთლად მასე ყოფილა საქმე.

"გედებს" სკოტ სინკლერის, ჯო ალენისა და გილფი სიგურდსონის გამოკლებამ სერიოზულად დაარტყა. მიკაელ ლაუდრუპი ვერა და ვერ ახერხებს შეგირდების გონებაზე მოყვანას.

მასპინძლები "ლიბერთი სტედიუმზე" მორიგი სამი ქულის დაკარგვასთან იყვნენ ახლოს, მაგრამ "რედინგს" ორბურთიანი ფორის შესანარჩუნებლად კლასი არ ეყო.

დღე-დღეზე ველოდებით, როდის ამოეწურებათ "ქუინზ პარკის" ბოსებს მარკ ჰიუზისადმი ნდობა. ვფიქრობთ, "რეინჯერების" შემადგენლობიდან გამომდინარე, 7 ტურში დაგროვილი 2 ქულა საკმარისი საფუძველი იქნება ამისთვის. გეტყვით, რომ ანგარიშის მიუხედავად, ლონდონელებმა მატჩი პირწმინდად დათმეს.

"ევერტონს" ნამდვილად არ გაუმართლა. რომ არა არბიტრ კევინ ფრენდისა და მისი ასისტენტის შეცდომა (არუნა კონეს გოლი თამაშგარეს გამო გასაუქმებელი იყო), მერსისაიდელები "უიგანთან" გასვლით შეხვედრას ნამდვილად მოიგებდნენ.

"ლურჯებმა" ბოლომდე იომეს და 100%-იანი პენალტით ანგარიში მატჩის მიწურულს გაათანაბრეს.

კლასით მოგებული ლონდონური დერბი
საინტერესო მატჩი გაიმართა "აპტონ პარკზე". იძულებულნი ვართ, მეორედ გავუსვათ ხაზი, რომ ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში ძალთა შეფარდებას არ გამოხატავს. დედაქალაქელებმა მთელი მატჩი თანაბარ ბრძოლაში ჩაატარეს.

მომენტები ორივე კართან თანაბრად იქმნებოდა.

საბოლოო შედეგი მხოლოდ სტუმართა მაღალმა საშემსრულებლო ოსტატობამ გადაწყვიტა. უფრო კონკრეტულად კი - სანტი კასორლას ხალასმა ნიჭმა. 27 წლის ესპანელმა დიდებული თამაში ჩაატარა. მან შეხვედრას შორეული, ეფექტური გოლით დაუსვა წერტილი.

ისევ გაშტერდა, მამაო
ექს-ლივერპულელების, პიტერ კრაუჩისა და ჩარლი ადამის დახმარებით, "სტოკ სიტიმ" "ენფილდზე" ქულა აიღო.

"წითლები" ჩვეულად თამაშობდნენ - ბურთს იდეალურად აკონტროლებდნენ, მაგრამ ზუსტ დარტყმას თავს იშვიათად თუ აბამდნენ.

მეტოქის საჯარიმოში მორიგი სამარცხვინო ვარდნით გამოიჩინა თავი ლუის სუარესმა. იმედია, ამის მერე აღარავის გაუკვირდება, თუ რატომ აღარ სჯერათ მსაჯებს ურუგვაელის.

მეორე ტაიმის ორი გასროლა
"ტოტენჰემმა" "ასტონ ვილასთან" პირველივე ტაიმში მოიპოვა უპირატესობა, მაგრამ რეალურ მომენტს ვერ ქმნიდა.

მეორეში ორი გოლი გავიდა. ჯერ იყო და კოლკერს დეფოს დარტყმული მოხვდა და ისე შეირხა ბადე, ბოლოს ლენონმა აიღო თავის თავზე თამაში და შორეულ კუთხეს დაუმიზნა.

ეშმაკური დებიუტი
"მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ნიუკასლს" შორის ყველა თანასწორ ბრძოლას ელოდა, მაგრამ არ გამოვიდა.

პირველ გოლზე ვან პერსის კუთხურს ევანსმა შეაგება შედეგიანი თავური; მერე რუნიმ მოაწოდა და ახლა უკვე ევრამ დასცხო თავი.

მეორე ტაიმის სტარტზე დე ხეამ ბას თავური ხაზის შიგნიდან გამოიტანა, მაგრამ ჰოვარდ ვებმა არ ჩათვალა.

მატჩს წერტილი ტომ კლევერლიმ შორეული ტექნიკური დარტყმით დაუსვა.

ინგლისი. პრემიერლიგა. VII ტური
მანჩესტერ სიტი-სანდერლენდი 3:0 (იხილეთ ვიდეო)
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, რიჩარდსი, ლესკოტი, კოლაროვი - მილნერი, ბერი - დ. სილვა (90. როდუელი), ი. ტურე, ბალოტელი (56. აგუერო) - ტევესი (86. კლიში).
სანდერლენდი (4-4-1-1): მინიოლე - კ. გარდნერი, კუელიარი, ო’ში, როუზი (61. ვონი) - ა. ჯონსონი (68. საა), ლარსონი, კოლბეკი, მაკლინი - სესინიონი (83. ფ. კემპბელი) - ს. ფლეტჩერი.
გოლები: 1:0 კოლაროვი (5), 2:0 აგუერო (60), 3:0 მილნერი (89)
გაფრთხილება: კუელიარი, კოლბეკი, კ. გარდნერი (სან)
მაყურებელი: 47 036
კარში დარტყმა: 18-5 (9-3) კუთხური: 15-4 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 11-11 ბურთის ფლობა: 61%-39%

ჩელსი-ნორვიჩი 4:1 (იხილეთ ვიდეო)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი (78. ასპილიკუეტა), ტერი, ლუისი, ე. კოული - ლემპარდი (67. რამირესი), მიკელი (83. რომეუ) - მატა, ოსკარი, აზარი - ტორესი.
ნორვიჩი (4-4-1-1): რადი - რ. მარტინი, ბარნეტი, ბასონგი (78. რ. ბენეტი), გარიდო - ე. ბენეტი, ჰოუსონი, ბ. ჯონსონი (68. პიკლინგტონი), ტეტი - ჰულაჰანი - ჰოლტი (77. მორისონი).
გოლები: 0:1 ჰოლტი (11), 1:1 ტორესი (14), 2:1 ლემპარდი (22), 3:1 აზარი (31), 4:1 ივანოვიჩი (76)
გაფრთხილება: -
მაყურებელი: 41 784
კარში დარტყმა: 15-5 (9-2) კუთხური: 10-2 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 8-3 ბურთის ფლობა: 68%-32%

სუონსი-რედინგი 2:2
სუონსი (4-2-3-1): ვორმი - რანხელი, ჩიკო, უილიამსი, დევისი - ბრიტონი, სუნ იონ კი - დაიერი (62. ერნანდესი), მიჩუ (87. დე გუზმანი), რუტლეჯი - გრემი (46. მური).
რედინგი (4-4-2): მაკარტი - შორი, მარიაპა, გორკსი, კამინგსი - მაკანუფი, კარაჩანი, ტაბი (89. რობსონ-კანუ), კებე - პოგრებნიაკი (80. ლე ფონდრე), ჰანტი (72. რობერტსი).
გოლები: 0:1 პოგრებნიაკი (31), 0:2 ჰანტი (44), 1:2 მიჩუ (71), 2:2 რუტლეჯი (78)
გაფრთხილება: მიჩუ - მარიაპა, ტაბი, რობერტსი
მაყურებელი: 20 336
კარში დარტყმა: 19-6 (10-4) კუთხური: 11-3 თამაშგარე: 2-5 ჯარიმა: 9-12 ბურთის ფლობა: 71%-29%

ვესტ ბრომვიჩი-ქუინზ პარკი 3:2
ვესტ ბრომვიჩი (4-1-4-1): ფოსტერი - ტამაში (46. ხარა), მაკოლი, ოლსონი, პოპოვი - იაკობი - გერა, მორისონი, ოდემვინგე (63. როზენბერგი), მულუმბუ - ლონგი (62. ლუკაკუ).
ქუინზ პარკი (4-1-4-1): ჟულიო სეზარი - ბოსინგვა, ა. ფერდინანდი, ნელსენი, ჰილი (46. ტრაორე) - მბია (71. ჰოილეტი) - რაიტ-ფილიპსი (59. მაკი), გრანერო, ჟ. ს. პარკი, ტაარაბტი - ზამორა.
გოლები: 1:0 მორისონი (5), 2:0 გერა (22), 2:1 ტაარაბტი (35), 3:1 მულუმბუ (85), 3:2 გრანერო (90+1)
გაფრთხილება: ტამაში, მულუმბუ - ჟ. ს. პარკი, მაკი
მაყურებელი: 23 987
კარში დარტყმა: 10-9 (5-3) კუთხური: 2-5 თამაშგარე: 3-4 ჯარიმა: 17-13 ბურთის ფლობა: 43%-57%

უიგანი-ევერტონი 2:2
უიგანი (3-4-3): ალ-ჰაბსი - რამისი, კოლდუელი, ფიგეროა - ბოისი, მაკარტი, მაკარტური, ბოსეჟური - კონე, დი სანტო (84. მაკმანამანი), მელონი.
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - კოულმენი, იაგიელკა, ჰეიტინგა (46. დისტენი), ბეინსი - მირალიაში (90+2 ნეისმიტი), ნევილი (81. ანიჩებე), ოსმანი, პიენაარი - ფელაინი, იელავიჩი.
გოლები: 1:0 კონე (10), 1:1 იელავიჩი (11), 2:1 დი სანტო (23), 2:2 ბეინსი (87-პენ)
გაფრთხილება: მელონი, მაკარტი - ფელაინი, ბეინსი, იელავიჩი, ნევილი, ანიჩებე
მაყურებელი: 18 759
კარში დარტყმა: 7-12 (3-8) კუთხური: 7-6 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 14-16 ბურთის ფლობა: 46%-54%

ვესტ ჰემი-არსენალი 1:3 (იხილეთ ვიდეო)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): იასკელაინენი - დემელი (73. ტომკინსი), კოლინზი, რიდი, მაკარტნი - დიამე (82. კოული), ნოუბლი - ვას ტე (63. მ. ტეილორი), ნოლანი, ჯარვისი - კეროლი.
არსენალი (4-2-3-1): მანონე - ჯენკინსონი, მერტეზაკერი, ვერმალენი, გიბსი (56. სანტოსი) - რემსი, არტეტა - ჟერვინიო (61. უოლკოტი), კასორლა, პოდოლსკი (85. კოშელნი) - ჟირუ.
გოლები: 1:0 დიამე (21), 1:1 ჟირუ (41), 1:2 უოლკოტი (77), 1:3 კასორლა (83)
გაფრთხილება: დიამე, რიდი, მ. ტეილორი - ჟერვინიო, უოლკოტი
მაყურებელი: 34 974
კარში დარტყმა: 7-13 (3-6) კუთხური: 4-16 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 12-8 ბურთის ფლობა: 32%-68%

საუთჰემპტონი-ფულჰემი 2:2
საუთჰემპტონი (4-3-3): გასანიგა - ფოქსი, იოშიდა, ფონტე, ფ. რიჩარდსონი (8. ჰოიველდი) - ლალანა, შნაიდერლინი, დევისი - ლამბერტი (67. დო პრადო), როდრიგესი, პუნჩეონი (62. ჩეპლოუ).
ფულჰემი (4-2-3-1): შვარცერი - რიტერი, ჰიუზი, ჰანგელანდი, რიისე - ბეირდი, სიდუელი (70. კარაგუნისი) - დაფი, რუისი, კაჩანიკლიჩი (66. კ. რიჩარდსონი) - როდალიეგა.
გოლები: 1:0 ფონტე (4), 1:1 ჰოიველდი (69-ს-კ-ში), 1:2 კ. რიჩარდსონი (88), 2:2 ფონტე (90)
გაფრთხილება: ჰოიველდი, შნაიდერლინი, იოშიდა, ფონტე -
კარში დარტყმა: 9-10 (4-5) კუთხური: 8-8 თამაშგარე: 3-3 ჯარიმა: 14-7 ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 28 004

ლივერპული-სტოკ სიტი 0:0
ლივერპული (4-3-3): რეინა - ჯონსონი, აგერი, შკრტელი, უისდომი - შაჰინი (79. აისადი), ალენი - ჯერარდი - სტერლინგი, სუარესი, სუსო (67. ჯ კოული).
სტოკ სიტი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - კემერონი, შოუკროსი, ჰუთი, უილსონი - უელანი (21. უაიტჰედი), ნზონზი - უოლტერსი, ადამი (80. ედუ), კაიტლი (63. ეთერინგტონი) - კრაუჩი.
გაფრთხილება: - კაიტლი, ჰუთი, შოუკროსი, ადამი, უოლტერსი, უაიტჰედი
კარში დარტყმა: 12-4 (4-2) კუთხური: 5-5 თამაშგარე: 0-1 ჯარიმა: 8-19 ბურთის ფლობა: 68%-32%
მაყურებელი: 44 531

ტოტენჰემი-ასტონ ვილა 2:0
ტოტენჰემი (4-4-2): ლორისი - ვერტონგენი, კოლკერი, გალასი, უოლკერი - ბეილი, სანდრო, დემბელე, ლენონი (87. თაუსენდი) - დემპსი (82. სიგურდსონი), დეფო (68. ადებაიორი).
ასტონ ვილა (4-4-2): გუზანი - ბენეტი, ვლაარი, კლარკი, ლოუტონი - ჰოლმენი (74. ბენანი), ელ-აჰმადი, დელფი (66. ნ’ზოგბია), ოლბრაიტონი (66. ბენტი) - ბენტეკე, აგბონლაჰორი.
გოლები: 1:0 კოლკერი (58), 2:0 ლენონი (67)
გაფრთხილება: უოლკერი - დელფი, ბენეტი, ელ-აჰმადი
კარში დარტყმა: 21-7 (8-4) კუთხური: 8-0 თამაშგარე: 0-2 ჯარიმა: 12-10 ბურთის ფლობა: 67%-33%
მაყურებელი: 35 802

ნიუკასლი-მანჩესტერ იუნაიტედი 0:3 (იხილეთ ვიდეო)
ნიუკასლი (4-4-2): ჰარპერი - ფერგიუსონი (63. ანიტა), პერჩი, უილიამსონი, სანტონი - ხონასი, ტიოტე (80. ბიგირიმანა), კაბაი, ბენ არფა - ბა, სისე (63. შ. ამეობი).
მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-3): დე ხეა - რაფაელი, ფერდინანდი, ევანსი, ევრა - კლევერლი, კერიკი, კაგავა - უელბეკი, რუნი, ვან პერსი.
გოლები: 0:1 ევანსი (8), 0:2 ევრა (16), 0:3 კლევერლი (71)
გაფრთხილება: ტიოტე, ხონასი, პერჩი, ბიგირიმანა - კაგავა, ფერდინანდი, ვან პერსი, სქოულზი
კარში დარტყმა: 11-11 (3-8) კუთხური: 8-6 თამაშგარე: 0-2 ჯარიმა: 15-12 ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 52 203

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1. ჩელსი 7 6 1 0 15-4 19
2. იუნაიტედი 7 5 0 2 17-9 15
3. სიტი 7 4 3 0 15-8 15
4. ევერტონი 7 4 2 1 4-8 14
5. ტოტენჰემი 7 4 2 1 13-8 14
6. ვესტ ბრომვიჩი 7 4 2 1 11-7 14
7. არსენალი 7 3 3 1 13-5 12
8. ვესტ ჰემი 7 3 2 2 8-8 11
9. ფულჰემი 7 3 1 3 15-11 10
10. ნიუკასლი 7 2 3 2 8-11 9
11. სუონსი 7 2 2 12-11 8
12. სტოკი 7 1 5 1 6-5 8
13. სანდერლენდი 6 1 4 1 5-7 7
14. ლივერპული 7 1 3 3 9-12 6
15. უიგანი 7 1 2 4 7-13 5
16. ასტონ ვილა 7 1 2 4 6-12 5
17. საუთჰემპტონი 7 1 1 5 12-20 4
18. რედინგი 6 0 3 3 8-13 3
19. ნორვიჩი 7 0 3 4 5-17 3
20. ქუინზ პარკი 7 0 2 5 6-16 2

ბომბარდირები
6 - დემბა ბა (ნიუკასლი); 5 - ს. ფლეტჩერი (სანდერლენდი), ლუის სუარესი (ლივერპული), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), მიგელ მიჩუ (სუონსი)

მომდევნო ტური
20 ოქტომბერი
ტოტენჰემი-ჩელსი, ფულჰემი-ასტონ ვილა, ლივერპული-რედინგი, მანჩესტერ იუნაიტედი-სტოკ სიტი, სუონსი-უიგანი, ვესტ ბრომვიჩი-მანჩესტერ სიტი, ვესტ ჰემი-საუთჰემპტონი, ნორვიჩი-არსენალი.

21 ოქტომბერი
სანდერლენდი-ნიუკასლი, ქუინზ პარკი-ევერტონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
გუნდი
1. ბარსელონა 7 6 1 0 19-7 19
2. ატლეტიკო 7 6 1 0 18-8 19
3. მალაგა 7 4 2 1 11-4 14
4. ბეტისი 7 4 0 3 12-13 12
5. რეალი 7 3 2 2 14-7 11
6. მალიორკა 7 3 2 2 8-6 11
7. სევილია 7 3 2 2 8-7 11
8. ვალიადოლიდი 7 3 1 3 11-7 10
9. ხეტაფე 7 3 1 3 8-10 10
10. ვალეკანო 7 3 1 3 9-14 10
11. ლევანტე 7 3 1 3 8-13 10
12. სოსიედადი 7 3 0 4 8-11 9
13. სელტა 7 3 0 4 9-8 9
14. ვალენსია 7 2 2 3 8-9 8
15. გრანადა 7 2 2 3 6-10 8
16. ბილბაო 7 2 2 3 9-14 8
17. სარაგოსა 7 2 0 5 5-9 6
18. დეპორტივო 7 1 3 3 9-14 6
19. ოსასუნა 7 1 1 5 7-11 4
20. ესპანიოლი 7 0 2 5 8-13 2
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული