ინგლისი. პრემიერლიგა. VII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
"ლივერპული" "სტოკ სიტისთან" მატჩს 90 წუთის განმავლობაში აკონტროლებდა, მაგრამ მან ვერ მოახერხა ის, რაც ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანია - გოლი ვერ გაიტანა. ასე რომ, მერსისაიდელებს ხელთ მხოლოდ თავიანთი უპირატესობა, კინკილა ქულა და იმედგაცრუება შერჩათ.

ბრენდან როჯერსმა თამაშის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე შეხვედრის შედეგები შეაჯამა:

"შედეგით გულდაწყვეტილები ვართ. ფეხბურთელებმა არნახული მონდომებით ითამაშეს, მაგრამ "სტოკი" მეტისმეტად სპეციფიკური გუნდია.

თუკი მათთან დაპირისპირებისას ფიზიკური მომზადების პრობლემა არ შეგექმნა, განსაკუთრებით, ახალგაზრდული შემადგენლობით, ეს ნიშნავს, რომ სამომავლოდ ყველაფერი რიგზე იქნება.

ტონი პულისის გუნდი სავსეა ძლიერი აღნაგობის მქონე მოთამაშეებით
და პრობლემას სწორედ ეს ქმნის. თუმცა თამაშის ჭეშმარიტ და არაჭეშმარიტ სტილზე ხაზგასმა ნამდვილად არ მინდა.

თამაშის მიმდინარეობისას მოედნის უმეტეს მონაკვეთებზე კარგად გამოვიყურებოდით. სუსტი იყო წინა ხაზი და შესაბამისად, კარის ჩარჩოში ბურთის გაგზავნა გვიჭირდა. სწორედ რომ ბოლო შტრიხის მოხაზვა გვიჭირდა ყველაზე მეტად. ცხადია, რომ გოლი ამიტომაც ვერ გავიტანეთ.

შეიძლება დადებითი მომენტის გამოყოფაც: პირველად მიმდინარე სეზონში გოლი არ გაგვიშვია, რაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია.

ნამდვილად არ ვაპირებ, რომ რამეზე ვიწუწუნო. 2012 წლის დაწყებიდან დღემდე ჩვენმა გუნდმა "ენფილდზე" მხოლოდ ორ თამაშში იმარჯვა. წელიწადზე მეტია გასული მას მერე, რაც მიყოლებით სამ საშინაო შეხვედრაში ვიმარჯვეთ, მაგრამ ასეთი საშინელი შედეგების მიუხედავად, გულშემატკივარი ისევ გვერდით გვიდგას. მას ჯერ კიდევ სჯერა ჩვენი.

კლუბში ყველანი ძალიან ვამაყობთ მათით. შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ დროსა და ძალიან დიდ შრომაშია".

Sportall.Ge

ტურის გმირი
ხუან მატამ
"ნორვიჩთან" შეხვედრაში ის თვისებები წარმოაჩინა, რომელსაც მისგან გულშემატკივრები დიდი ხანია, ელოდნენ. არადა, სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული ხშირად იწერებოდა, რომ ის გადაღლილი გახლდათ.

მართლაც, 24 წლის ესპანელმა ჯერ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა ესპანეთის ნაკრების რიგებში (მერე რა, რომ მას დიდი დატვირთვა არ ჰქონია?), მერე კიდევ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზეც იცავდა ქვეყნის ღირსებას.

თუკი გავითვალისწინებთ, რომ ის ჩვეულებრივი ადამიანია და არა ტერმინატორი, გამოდის, რომ მას ობიექტური მიზეზი ჰქონია. რაც მთავარია, ხუანი ახლა თავს კარგად გრძნობს და ჩვეულად თამაშობს.

ტურის მწვრთნელი
თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ სერ ალექს ფერგიუსონმა "ნიუკასლი" უშანსოდ დაამარცხა. არადა, სულ 11 დღე იყო გასული მას მერე, რაც ლიგის თასზე "კაჭკაჭებმა" მეტოქეს სერიოზული პრობლემები შეუქმნეს (მომდევნო ეტაპზე მაინც "ეშმაკები" გავიდნენ).

მაშინ შოტლანდიელმა მწვრთნელმა აღიარა კიდეც, რომ ალან პარდიუს ბიჭებმა გვაჯობესო. როგორც ჩანს, ფერგიმ ამ გაკვეთილიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანა.

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1. ჩელსი 7 6 1 0 15-4 19
2. იუნაიტედი 7 5 0 2 17-9 15
3. სიტი 7 4 3 0 15-8 15
4. ევერტონი 7 4 2 1 4-8 14
5. ტოტენჰემი 7 4 2 1 13-8 14
6. ვესტ ბრომვიჩი 7 4 2 1 11-7 14
7. არსენალი 7 3 3 1 13-5 12
8. ვესტ ჰემი 7 3 2 2 8-8 11
9. ფულჰემი 7 3 1 3 15-11 10
10. ნიუკასლი 7 2 3 2 8-11 9
11. სუონსი 7 2 2 3 12-11 8
12. სტოკი 7 1 5 1 6-5 8
13. სანდერლენდი 6 1 4 1 5-7 7
14. ლივერპული 7 1 3 3 9-12 6
15. უიგანი 7 1 2 4 7-13 5
16. ასტონ ვილა 7 1 2 4 6-12 5
17. საუთჰემპტონი 7 1 1 5 12-20 4
18. რედინგი 6 0 3 3 8-13 3
19. ნორვიჩი 7 0 3 4 5-17 3
20. ქუინზ პარკი 7 0 2 5 6-16 2

ინდივიდუალური სტატისტიკა
ბომბარდირები
6 - დემბა ბა (ნიუკასლი);
5 - სტივენ ფლეტჩერი (სანდერლენდი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), ლუის სუარესი (ლივერპული), მიგელ მიჩუ (სუონსი);
4 - პიტერ კრაუჩი (სტოკ სიტი), ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი), რიკი ლამბერტი (საუთჰემპტონი), ნიკიცა იელავიჩი (ევერტონი), ფერნანდო ტორესი (ჩელსი).

ასისტენტები
4 - ედენ აზარი (ჩელსი), ხუან მატა (ჩელსი), ადამ ლალანა (საუთჰემპტონი), უეინ რუტლეჯი (სუონსი);
3 - ბრაიან რუისი (ფულჰემი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯობი მაკანუფი (რედინგი), სტივენ პიენაარი (ტოტენჰემი).

გოლი+პასი
7 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 5+2;
6 - დემბა ბა (ნიუკასლი) - 6+0, ლუის სუარესი (ლივერპული) - - 5+1, მიგელ მიჩუ (სუონსი) 5+1, ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი) - 4+2, უეინ რუტლეჯი (სუონსი) - 2+4, ედენ აზარი (ჩელსი) - 2+4;
5 - კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი) - 3+2, სტივენ ფლეტჩერი (სანდერლენდი) - 5+0,  რიკი ლამბერტი (საუთჰემპტონი) - 4+1, სტივენ ფლეტჩერი (სანდერლენდი) - 5+0, ნიკიცა იელავიჩი (ევერტონი) - 4+1, რიკი ლამბერტი (საუთჰემპტონი) - 4+1, ფერნანდო ტორესი (ჩელსი) - 4+1 არუნა კონე (უიგანი) - 3+2, ხუან მატა (ჩელსი) - 1+4.

გაფრთხილებები
4 - ჯეიმს მაკარტური (უიგანი);
3 - მარტინ შკრტელი (ლივერპული), ლუის სუარესი (ლივერპული), დინ უაიტჰედი (სტოკ სიტი), ერიკ ლიშაი (ასტონ ვილა), პოლ სქოულზი (მანჩესტერ იუნაიტედი), კრეიგ გარდნერი (სანდერლენდი), დავიდ ლუისი (ჩელსი), ჯეიმს პერჩი (ნიუკასლი), ფილ ნევილი (ევერტონი), ჯეიმს კოლინზი (ვესტ ჰემი), ხონას გუტიერესი (ნიუკასლი), მარუან ფელაინი (ევერტონი), უინსტონ რიდი (ვესტ ჰემი), კარიმ ელ-აჰმადი (ასტონ ვილა), მიგელ მიჩუ (სუონსი), ანხელ რანხელი (სუონსი).

გაძევება ორი ყვითლით
1 - დინ უაიტჰედი (სტოკ სიტი), სამბა დიაკიტე (ქუინზ პარკი), ნათან დაიერი (სუონსი).

გაძევება წითელი ბარათით
1 - კირან კლარკი (ასტონ ვილა), ჩიკო (სუონსი), ჯონჯო შელვი (ლივერპული), პიტერ ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი), ტომ ჰადლსტოუნი (ტოტენჰემი), დანიელ აგერი (ლივერპული), ხორდი გომესი (უიგანი)

ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის
69 მატჩი
46 მოგება
23 ფრე
34 მშრალად შენახული კარი
205 გოლი
2.97 საშუალო შედეგიანობა
6 ავტოგოლი
823 ზუსტი დარტყმა კარში*
656 აცილება*
419 ფეხბურთელი
272 ლეგიონერი
68 ეროვნების მოთამაშე
2 ჰეთ თრიკი
195 ყვითელი ბარათი
10 წითელი ბარათი
2 451 811 ფანი ტრიბუნებზე
* ამ ნიშნით აღნიშნული მონაცემები პრემიერლიგის ვებგვერდზე VI ტურის მერე აღარ განახლებულა.

სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით
1. ფერნანდო ტორესი (ჩელსი)
2. ბრანისლავ ივანოვიჩი (ჩელსი)
3. ლეიტონ ბეინსი (ევერტონი)
4. ედენ აზარი (ჩელსი)
5. სტივენ პიენაარი (ევერტონი)

მომდევნო ტური
20 ოქტომბერი
ტოტენჰემი-ჩელსი, ფულჰემი-ასტონ ვილა, ლივერპული-რედინგი, მანჩესტერ იუნაიტედი-სტოკ სიტი, სუონსი-უიგანი, ვესტ ბრომვიჩი-მანჩესტერ სიტი, ვესტ ჰემი-საუთჰემპტონი, ნორვიჩი-არსენალი

21 ოქტომბერი

სანდერლენდი-ნიუკასლი, ქუინზ პარკი-ევერტონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. VII ტური: ფავორიტების სტატუს-კვო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული