ის სან მარინოს "უემბლიზე" უმასპინძლებს. იმავე დღეს ინგლისის ახალგაზრდული ნაკრები სერბ თანატოლებს ხვდება.
სტიუარტ პირსის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ნახევარმცველი ჯონჯო შელვი ამ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს და ამიტომ ჰოჯსონმა პირველი მატჩისთვის ის თავისთან იხმო.
ჯონჯოს ფრენკ ლემპარდის შეცვლა დაევალება. უკანასკნელი "ნორვიჩთან" VII ტურის შეხვედრის დასრულების შემდეგ მუხლის ტკივილმა შეაწუხა და შეკრებას აღარ შეერთებია. ნაკრების ექიმებმა ის ადგილზე გასინჯეს და დიაგნოზი დაადასტურეს.
შელვი ახალგაზრდულ ნაკრებს სან
ამავე გვერდზე შეგიძლიათ წაიკითხოთ, თუ რატომ ემუქრება დისკვალიფიკაცია "ჩელსის" მარცხენა მცველ ეშლი კოულს.
სან მარინოსთან ვეტერანის ასპარეზობა მინიმუმ ეჭვქვეშ დგას. ჯუჯა სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ვერც "ვესტ ჰემთან" ტრავმირებული არსენალელი კირან გიბსი ითამაშებს. ჰოჯსონმა მათ ნაცვლად შეკრებაზე "ჩელსის" 23 წლის განაპირა მცველი რაიან ბერტრანი იხმო.
მიუხედავად საკადრო პრობლემებისა, ლონდონელს მაინც სკამზე მოუწევს ჯდომა, რადგან ძირითადში ადგილი ევერტონელ ლეიტონ ბეინსს აქვს დაჯავშნული. რაიანს ინგლისის ნაკრებში დებიუტი ევრო 2012-ის მერე იტალიის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში უკვე ჰქონდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"