"ბოლტონს" მწვრთნელი აღარ ჰყავს

AutoSharing Option
"ლივერპულ ექოს" ცნობით, ჩემპიონშიპის "ბოლტონმა" 46 წლის ოუენ კოილს კარისკენ მიუთითა და გუნდი დროებით 53 წლის სემი ლის ჩააბარა.

10 შეხვედრაში დაგროვილი 11 ქულით გუნდი მე-18 ადგილზე იყო, რაც, ბუნებრივია, ყოფილი პრემიერლიგელის ხელმძღვანელთა სამართლიან აღშფოთებას იწვევდა.

რაც შეეხება დროებით დამრიგებელს, 2011 წლის ივნისამდე ის "ლივერპულში" მუშაობდა მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. მან მერსისაიდელები საკუთარი ნებით მიატოვა და "ბოლტონის" აკადემიის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი გახდა.

განიხილავს თუ არა კლუბის გენერალური მენეჯერი ფილ გარტსაიდი ლის, როგორც მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთ პრეტენდენტს, ჯერჯერობით უცნობია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული