62 წლის ფრანგი სპეციალისტის მტკიცებით, ყველაზე მეტად განსხვავება თავდასხმის ტაქტიკა-სტრატეგიაში შეინიშნება.
თუკი ადრე აუცილებლობად მიიჩნეოდა წინა ხაზში მაღალი, ათლეტური თავდამსხმელის ყოლა, ახლა აქცენტი ისეთ ფეხბურთელებზე კეთდება, რომლებიც სხვებს მობილურობით, ტექნიკური მახასიათებლებითა და აზროვნების სისხარტით ჯობნიან.
"მეტოქის საჯარიმოსთან სივრცე სულ უფრო და უფრო მცირდება. ამის წინააღმდეგ კი ყველაზე ეფექტური წამალი ტექნიკა და დახვეწილი პასია.
უკანასკნელს შეუძლია, გადამწყვეტი ფაქტორი
ასე რომ, საშუალო სიმაღლისა და ტანმორჩილი ფეხბურთელები დამატებით ფუნქციას იძენენ, რაც, თავის მხრივ, დიდი გაბარიტების მქონე ნახევარმცველებზე მოთხოვნას ამცირებს.
ამას გარდა განსაკუთრებულად შეიცვალა საყრდენი ნახევარმცველების თამაშის სტილიც. ამ პოზიციის ფეხბურთელებისთვის ტექნიკა ახლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მახასიათებელია, ვიდრე წლების წინ იყო.
მაგალითად ანდრეა პირლო აიღეთ. განა ის სუფთა ჩამშლელია? არა, ის შეტევების სულის ჩამდგმელიც არის", - ამტკიცებს ვენგერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"