ედგარ დავიდსი სამწვრთნელო კარიერას იწყებს

AutoSharing Option
"როიტერის" ცნობით, ჰოლანდიის ნაკრების, "აიქსის", "იუვენტუსის", "ინტერისა" და "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი ედგარ დავიდსი ინგლისის ლიგა 2-ის (რანგით მე-4 ლიგა) უპირობო აუტსაიდერ "ბარნეტის მწვრთნელად დაინიშნა.

39 წლის ვარსკვლავი მოქმედი დამრიგებლის მარკ რობსონის თანაშემწედ იმუშავებს და თუკი ფორმის აკრეფას მოახერხებს, გუნდს მოედანზეც შეეშველება.

"ბედნიერი ვარ, რომ ფეხბურთელებთან მუშაობისას ჩემ მიერ კარიერის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების გადაცემის შანსი მომეცემა.

გულწრფელად გეტყვით, ცოტა აღელვებულიც კი ვარ იმ ამოცანების გამო, რაც ხელმძღვანელობამ დამისახა," - აცხადებს ჰოლანდიელი.

ბოლოს დავიდსი "აიაქსის" დირექტორთა საბჭოში მუშაობდა, მაგრამ მასა და მის
თანამოაზრეებს იოჰან კრუიფთან დაპირისპირების გამო კლუბიდან წასვლა მოუხდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული