ბრენდან როჯერსი: "ლივერპულს" ზამთარში გაძლიერება ელის

AutoSharing Option
"ლივერპულის" თავკაცის, ბრენდან როჯერსის თქმით, მერსისაიდელებს ზამთარში შემადგენლობის გაძლიერება ელით.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის უხეირო სატრანსფერო კამპანიის შემდეგ კლუბი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ენდი კეროლის იჯარით გაშვების შემდეგ მათ ადექვატური სიძლიერის ფორვარდის მოძებნა ვერ მოახერხეს. ახლახანს ფაბიო ბორინიც დაუშავდათ და სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ.

"კლუბის მფლობელებს ვესაუბრე და ერთ აზრამდე მივედით. გუნდს გაძლიერება სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანსფერების განხორციელება დაგვჭირდება.

თუ მოედანზე ჩვენი ყველა საუკეთესო ფეხბურთელის გამოყვანას შევძლებთ, ჩემპიონატის დანარჩენ გუნდებს არაფრით ჩამოვუვარდებით", - განაცხადა როჯერსმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
1
5iones
12:53 14-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული