15 ოქტომბერს საბოლოოდ გაირკვა, რომ 31 წლის მარცხენა მცველი “სტემფორდ ბრიჯს” სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს. მან კატეგორიული უარი უთხრა კლუბს ახალ, ერთწლიან ხელშეკრულებაზე.
ხანგრძლივობას თავი რომ დავანებოთ, მას ანაზღაურების შემცირებასაც სთავაზობდნენ. მოქმედი ხელშეკრულებით კოული კვირაში 130 ათასს იღებს. გაირკვა ისიც, რომ ვეტერანი პრემიერლიგაში დარჩენას არ აპირებს.
ასე რომ, “პარი სენ-ჟერმენსა” და “რეალს” შეუძლიათ შეძლებული ინგლისელი კონკურენტების შიში აღარ ჰქონდეთ. თუ დააკვირდით, შეამჩნევდით, რომ აღნიშნულ კლუბებს “ჩელსის” ყოფილი
“სიტუაცია ასეთია: კოული უკვე იანვარში შეძლებს მისით დაინტერესებული კლუბების შეთავაზებების განხილვას. ის ყველას გულდასმით გაეცნობა და მხოლოდ ამის მერე ჩაებმება მათთან უშუალოდ მოლაპარაკებებში.
ახლა უკვე ცხადია, თუ რამ აიძულა დიდიე დროგბა, ლონდონიდან წასულიყო. ახლად შემოღებული წესის გამო, რომ 30 წლის ზემოთ ფეხბურთელს მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი ეკუთვნის, “ჩელსი” კოულისა და ლემპარდის დაკარგვის საფრთხის წინაშეც დგება. თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია,” - აცხადებს ფეხბურთელის აგენტი.
გარკვეული გაუგებრობაა უშუალოდ “კობჰემის” ოფისშიც. რობერტო დი მატეოს თქმით, ის ბოლომდე არ კარგავს იმედს, რომ დამსახურებულ ვეტერანებს შეინარჩუნებს.
ერთია, რას ფიქრობს მწვრთნელი და მეორეა კლუბის ადმინისტრაციის პოზიცია. “მსგავს საკითხებს “ჩელსიში” მთავარი მწვრთნელი კი არა, დირექტორატი წყვეტს. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი დი მატეო.
მხარეთა პოზიციები უკვე დიდი ხანია, არ იცვლება და არ უნდა ველოდეთ, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება,” - აცხადებს “ჩელსის” მაღალჩინოსანი, რომლის ვინაობას “დეილი მეილის” ჟურნალისტი არ ასახელებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"