პრემიერლიგა. VIII ტურის წინ: სეზონი ცხელი დერბით განახლდება

AutoSharing Option
რამდენად დიდ ინტრიგას შეიძლება ველოდეთ პრემიერლიგის VIII ტურისგან? ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ რაღაც სასწაულის მოლოდინში ვართ, მაგრამ "ტოტენჰემისა" და "ჩელსის" დერბი მას გარკვეულ პეწს ნამდვილად მატებს.

გადავწყვიტეთ, რომ სხვა შეხვედრებთან შედარებით ცენტრალურ დაპირისპირებაზე შედარებით ვრცლად მოგითხობთ.

ვილაშ ბოაში ყოფილი შეგირდის წინააღმდეგ
VII ტურისა არ იყოს, ამ უქმეებზეც ინგლისურ საკლუბო საფეხბურთო წარმოდგენას "ჩელსი" გახსნის და თანაც ისევ ჩრდილოეთ ლონდონში, ოღონდ ამჯერად "ტოტენჰემთან" დაპირისპირებით.

სტატ
ისტიკას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ "დეზებს" "უაით ჰართ ლეინზე" 2007 წლის მერე დედაქალაქური დერბი არ წაუგიათ. "ჩელსის" პოზიციებს ის ასუსტებს, რომ ჯონ ტერი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდას იწყებს.

კაპიტანი გუნდს შიდა ასპარეზზე მხოლოდ 11 ნოემბერს დაუბრუნდება "ლივერპულთან" პრემიერლიგის XI ტურში. იქამდე კი ჩემპიონთა ლიგაში შეეძლება თამაში "შახტარის" წინააღმდეგ.

ტერის არყოფნის გარდა სერიოზული პრობლემაა სანაკრებო მატჩებიდან დაბრუნებული ფეხბურთელების ხელახალი ადაპტაცია. რასაკვირველია, სანაკრებო პაუზამ "ტოტენჰემსაც" დაატყო ხელი, რადგან მისი წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ ამ ბატალიებში, მათ შორის ატლანტიკის ოკეანის გადაღმა.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ორივე გუნდი ფანტასტიკურ ფორმაშია. "ჩელსი" მშვენივრად მიიწევს როგორც ევროასპარეზზე, ისე ჩემპიონატსა და თასებზეც. თავის მხრივ "ტოტენჰემი" იმით იწონებს თავს, რომ პრემიერლიგაში მიჯრით ოთხი მოგება აქვს და აქედან ერთი გასვლზე "მანჩესტერ იუნაიტედთან".

ამბიციური გუნდების დაპირისპირებაში მხოლოდ 3 ქულის ბედი არ წყდება. ისინი ერთმანეთს თავიანთი ამბიციების საფუძვლიანობას უმტკიცებენ.

ლივერპული ცუდ განწყობაზეა
"ფულჰემმა" სეზონი ცოცხლად დაიწყო, მაგრამ ამას ასეთივე გაგრძელება აღარ მოჰყოლია. "ასტონ ვილამ" კი სეზონი იმაზე ცუდად გახსნა ვიდრე ამას ველოდით. ახლა მთავარია, ბირმინგემელებმა ძალების კონცენტრაცია მოახდინონ და გასავარდნ ზონას მაქსიმალურად დაშორდნენ.

ჯერჯერობით ამ საქმეს სასიკეთო პირი არ უჩანს. ჩვენი აზრით, ლაპარაკი გამოკვეთილ ფავორიტზე გადაჭარბებული იქნება, მაგრამ მცირე უპირატესობას ნამდვილად მასპინძელი ფლობს.

სანაკრებო პაუზა აქაც უნდა ვახსენოთ და აღვნიშნოთ, რომ "ლივერპულის" წევრთაგან სტივენ ჯერარდისა და გლენ ჯონსონის გარდა ბოლო შეხვედრები ყველამ წააგო. იმოქმედებს თუ არა ეს ყველაფერი ფეხბურთელთა ფსიქოლოგიაზე ამას დღეს საღამოს ვნახავთ.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მასპინძელთა კარს ბრედ ჯონსი დაიცავს, ვისაც ტრავმირებული პეპე რეინას შეცვლა მოუწევს.

უკანასკნელად ეს გუნდები ერთმანეთს 2010 წლის 13 იანვარს დაუპირისპირდნენ. ის შეხვედრა "ენფილდზე" სტუმართა გამარჯვებით (2:1) დასრულდა. კურიოზულია, რომ ამჯერად ერთმანეთს ისინი როგორც ცხრილის მეზობლები ისე შეერკინებიან.

სუსტი წერტილები
"იუნაიტედი"-"სტოკ სიტი" ის შეხვედრაა, სადაც მატჩის ფავორიტზე მსჯელობა არ გვიწევს, რადგან ყველაფერი ისედაც დღესავით ნათელია.

"ეშმაკები" მხოლოდ საჩემპიონო რბოლაზე ფიქრობენ და ის, რომ უკვე ორი თამაშის წაგება მოასწრეს, იმას ნიშნავს, რომ ალექს ფერგიუსონის გუნდს სუსტი წერტილები აქვს და მათი გამოყენება წარმოუდგენელი არ არის. "ოლდ ტრეფორდზე" ერთმანეთის წინააღმდეგ ის გუნდები წარდგებიან, რომელთაც საუკეთესო თავდასხმა და ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა ჰყავთ.

"სუონსი" "უიგანს" დაუხვდება. უელსელებს იდეალური შანსი ეძლევათ, რომ ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტონ. სასტარტო ორ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ "გედებმა" მკვეთრად მოუკლეს და ნელ-ნელა უკან იხევენ. პროგნოზი ასეთია: მიკაელ ლაუდრუპი კოლეგა რობერტო მარტინესს დუელს აუცილებლად მოუგებს.

"მანჩესტერ სიტის" ვესტ ბრომვიჩში რთული გასვლითი მატჩი ელის. სტივ კლარკის დანიშვნის შემდეგ მასპინძლები მათთვის უჩვეულოდ მაღალ დონეზე თამაშობენ და არ გვგონია, დღეს დაიხიონ უკან თუნდაც ერთი ნაბიჯით. მეტიც, არ გამოვრიცხავთ, რომ "ქალაქელებმა" პრემიერლიგაში პირველად წააგონ.

სტუმართა მდგომარეობას ის ამძიმებს, რომ მას სანაკრებო შეკრებებზე მეტი ხალხი ჰყავდა მივლინებული და შესაბამისად, სტუმარ ფეხბურთელებს ნაკლები დრო ჰქონდათ ძალების აღსადგენად.

"სიტის" ის წევრები, რომლებიც ნაკრებებს მიღმა დარჩნენ, კლუბმა რამდენიმე დღით არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დასასვენებლად წაიყვანა.

"ვესტ ჰემი" "საუთჰემპტონს" ცხრილში 9 ადგილით უსწრებს, მაგრამ გოლი მასზე ნაკლები აქვს გატანილი. ვნახოთ, დღეს რა მოხდება. წესით, "ჩაქუჩებს" არ უნდა გაუჭირდეთ 3 ქულის აღება. "აპტონ პარკზე" ზედიზედ მეორე მოუგებელ შეხვედრას სემ ელერდაისის გუნდი ძნელად რომ შეეგუოს.

დღევანდელ საფეხბურთო საღამოს ნორვიჩის "კეროუ როუდზე" "არსენალი" დახურავს. "მეთოფეებს" მეორედ მოუწევთ კლასით მასზე სუსტ კოლექტივთან დაპირისპირება და სწორედ ამიტომ ვვარაუდობთ, რომ გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეთ.

ბომბარდირების დუელი
ახლა კი 21 ოქტომბრის ორ შეხვედრაზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა:
სანდერლენდის "სტედიუმ ოფ ლაითზე" ერთმანეთს ჩემპიონატის ორი გამოკვეთილი ბომბარდირის სტივენ ფლეტჩერისა და დემბა ბას გუნდები ხვდებიან და სხვა თუ არაფერი ამის გამო მაინც იპყრობენ ყურადღებას.

მართალია, "შავი კატებს" მიმდინარე სეზონში ფრეები ძალიან უყვართ, მაგრამ რატომღაც გვგონია, რომ ეს თამაში ასე არ დამთავრდება. ჩვენი პროგნოზით, მასპინძლები დღეს 3 ქულას მოიხვეჭენ
დაბოლოს, უპირობო აუტსაიდერი "ქუინზ პარკი" მეოთხეადგილოსან "ევერტონს" მასპინძლობს.

თითქოს ფავორიტის დასახელებას რა უნდაო, არა? მაგრამ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლივერპულელებს მარუან ფელაინი არ ეყოლებათ. გასწვდებიან თუ არა სტივენ პიენაარი და ნიკიცა იელავიჩი მათ წინაშე დასახულ ამოცანას, ხვალინდელი საღამო გვიჩვენებს.

პრემიერლიგა. VIII ტური
20 ოქტომბერი
ტოტენჰემი-ჩელსი 15:45
ტრავმა: ასუ ეკოტო, კაბული, ნაუტონი, ლივერმორი, პარკერი – ბერტრანი, ლემპარდი, სტარიჯი
დისკვალიფიკაცია: - ტერი

ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 128 თამაში: +43=31-54 (181-189)

ფულჰემი-ასტონ ვილა 18:00
ტრავმა: დიარა, დევისი, პეტრიჩი, რუისი, ფრეი, ბერბატოვი – დანი, გარდნერი, ბენეტი, აირლანდი, პეტროვი

ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=3-6
ურთიერთშეხვედრები
სულ 42 თამაში: +11=15-16 (55-66)

ლივერპული-რედინგი 18:00
ტრავმა: ლუკასი, ბორინი, კელი, ენრიკე – ფედერიჩი, ლიგერტვუდი

ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +5=1-2 (17-13)

მანჩესტერ იუნაიტედი-სტოკ სიტი 18:00
ტრავმა: სმოლინგი, პაუელი, ვიდიჩი, ჯოუნსი, ლინდეგორი – ოუენი, უელანი, ნესი

ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 66 თამაში: +30=21-15 (108-69)

სუონსი-უიგანი 18:00
ტრავმა: ბარტლი, ტეილორი, აგუსტინი - ალკარასი

ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +2=2-3 (6-8)

ვესტ ბრომვიჩი-მანჩესტერ სიტი 18:00
ტრავმა: მაიჰილი, ბრანტი, ტომასი, ლუკაკუ, რიდი, ჯონსი, რიჯუელი – დ. სილვა, მაიკონი, როდუელი, გარსია

ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +3=3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 115 თამაში: +46=21-48 (191-191)

ვესტ ჰემი-საუთჰემპტონი 18:00
ტრავმა: ვას ტე, კოლისონი, რიდი, დემელი, დიარა, ო’ბრაიენი – რიჩარდსონი, რამირესი, კორკი, კლაინი

ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 56 თამაში: +18=17-21 (71-78)

ნორვიჩი-არსენალი 20:30
ტრავმა: უიტეკერი, კეინი, ლაპინი, სნოდგრასი – უილშირი, სანია, როსიცკი, დიაბი, გიბსი, უოლკოტი, ფაბიანსკი, შჩესნი

ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 44 თამაში: +8=17-19 (46-79)

21 ოქტომბერი
სანდერლენდი-ნიუკასლი 16:30
ტრავმა: ბერდსლი, ბრაუნი, მაკლინი, კატერმოული – ელიოტი, ვუკჩიჩი, გოსლინგი, რ. ტეილორი, კრული, კოლოჩინი, ფერგიუსონი, ს. ტეილორი

ბოლო 6 მატჩი
+1=4-1 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 112 თამაში: +34=34-44 (167-184)

ქუინზ პარკი-ევერტონი 19:00
ტრავმა: ჰილი, ფაბიო, ჯონსონი - გიბსონი, ფელაინი, ჰიბერტი

ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 42 თამაში: +15=10-17 (59-63)

გუნდი
1. ჩელსი 7 6 1 0 15-4 19
2. იუნაიტედი 7 5 0 2 17-9 15
3. სიტი 7 4 3 0 15-8 15
4. ევერტონი 7 4 2 1 4-8 14
5. ტოტენჰემი 7 4 2 1 13-8 14
6. ვესტ ბრომვიჩი 7 4 2 1 11-7 14
7. არსენალი 7 3 3 1 13-5 12
8. ვესტ ჰემი 7 3 2 2 8-8 11
9. ფულჰემი 7 3 1 3 15-11 10
10. ნიუკასლი 7 2 3 2 8-11 9
11. სუონსი 7 2 2 3 12-11 8
12. სტოკი 7 1 5 1 6-5 8
13. სანდერლენდი 6 1 4 1 5-7 7
14. ლივერპული 7 1 3 3 9-12 6
15. უიგანი 7 1 2 4 7-13 5
16. ასტონ ვილა 7 1 2 4 6-12 5
17. საუთჰემპტონი 7 1 1 5 12-20 4
18. რედინგი 6 0 3 3 8-13 3
19. ნორვიჩი 7 0 3 4 5-17 3
20. ქუინზ პარკი 7 0 2 5 6-16 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული