სამწუხაროდ, რობერტო დი მატეო იძულებული გახდა, 34 წლის ნახევარმცველი წვივის კუნთის დაზიანების გამო უკვე მე-18 წუთზე შეეცვალა.
ვითარება საგანგაშო ნამდვილად არ არის, მაგრამ "ჩელსის" ექიმებს ფრთხილად მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ფრენკისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის.
მან ანალოგიური ტრავმა უკანასკნელ სანაკრებო შეკრებაზეც მიიღო, რის გამოც ეროვნულ გუნდს სან მარინოსა და პოლონეთთან შეხვედრებში დააკლდა. დი მატეო იმედოვნებს, რომ გუნდის ერთ-ერთ ლიდერი კვირას, "ოლდ ტრეფორდზე" გასამართ შეხვედრაში არ დააკლდება.
მიკელის ახალი კონტრაქტი
"სანის" მტკიცებით, მხარეთა შორის მოლაპარაკებების პირველი ეტაპი უკვე გაიმართა და ისინი უმნიშვნელოვანეს დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ. ვფიქრობთ, ფეხბურთელს ლონდონელებთან არც წვრილმანებზე მოლაპარაკება გაუჭირდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ მიკელი "ჩელსიმ" 2006 წლის ზაფხულზე ნორვეგიული "ლიუნიდან" შეიძინა და მხოლოდ პოსტ ფაქტუმ აღმოაჩინა, რომ მასზე უპირატესი შესყიდვის უფლებას "მანჩესტერ იუნაიტედი" ფლობდა.
დედაქალაქელები იძულებულნი გახდნენ, "წითელი ეშმაკების" მიერ მოთხოვნილი 12 მილიონი ფუნტი გადაეხადათ, ეს მაშინ, როცა ნორვეგიელებს სულ რაღაც 4-ზე მოურიგდნენ. ასე რომ, ფეხბურთელი საერთო ჯამში 16 მილიონი დაჯდა.
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში "ჩელსიში" მომუშავე არც ერთ მწვრთნელს ფეხბურთელთან მინიმალური პრეტენზიაც კი არ გასჩენია, რადგან მას ხშირად უწოდებენ ხოლმე შრომისმოყვარეობისა და თავდადების კლასიკურ მაგალითს.
ჩელსი უოლკერით ინტერესდება
პრემიერლიგის VIII ტურის შეხვედრა "ტოტენჰემსა" და "ჩელსის" შორის (2:4) მასპინძელთა დაცვის ხაზმა აშკარად ჩააგდო. მათ შორის იყო "დეზების" 22 წლის მარჯვენა მცველი კაილ უოლკერი.
ამის მიუხედავად, "ლურჯებს" ფეხბურთელისადმი დამოკიდებულება არ შეუცვლიათ და სეზონის დასრულებისთანავე მის გადაბირებას გეგმავენ.
"უაით ჰართ ლეინზე" თანაქალაქელთა შეთავაზების სერიოზულად განხილვას არ აპირებენ. უოლკერმა 2017 წლამდე გათვლილ კონტრაქტს ხელი ამ ზაფხულს მოაწერა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"