არის თუ არა მარკ კლატენბერგი რასისტი?

AutoSharing Option
ინგლისურ პრესას თემა მიეცი და დასაწერს იმდენ რამეს გამოჩხრიკავს, თავადაც რომ ვერ წარმოიდგენ.

მასმედიას უკანასკნელ უქმეებზე ბედნიერება ეწვია. "ჩელსი"-"იუნაიტედის" არბიტრი მარკ კლატენბერგი ჯონ ობი მიკელის რასისტულ შეურაცხყოფასა და ესპანელი ფეხბურთელების აუგად მოხსენიებაშია ეჭვმიტანილი.

როგორც "მირორი" წერს, ორი ფეხბურთელიდან, რომელიც ჩრდილოინგლისელ არბიტრს თითს ადებს, ერთის (რამირესმა) ინგლისურის მარაგი საკმაოდ მცირეა, მეორე (დავიდ ლუიზი) ენას კი ფლობს, მაგრამ დიდი ეჭვია, ჯორდების აქცენტის გაგება შეეძლოსო.

კლატენბერგის რეგიონის მცხოვრებთა ინგლისური მეტად სპეციფიკურია და მისი გაგება ინგლისურენოვანთათვისაც კი სერიოზული პრობლემაა.

სწორედ ეს პრობლემა ტანჯავდა მთელი
კარიერის განმავლობაში "ნიუკასლისა" და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელ პიტერ ბერდსლის...

რაც შეეხება ხუან მატას შეურაცხყოფას, თავად ესპანელმა განაცხადა, მსგავსი არაფერი გამიგიაო. ახლა ირკვევა, რომ უკანასკნელ ბრალდებას მოწმე საერთოდ არ ჰყავს.

საფეხბურთო ასოციაციაში იმედოვნებენ, რომ ამ სკანდალს მალე დაესმება წერტილი და დამნაშავეებს (თუკი ისინი არსებობენ) მკაცრად მოუწევთ პასუხის გაცემა კანონის წინაშე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული