"არსენალმა" "რედინგს" შემტევების ფანტასტიკური თამაშის ხარჯზე აჯობა, არსენ ვენგერმა კი თქვა, გუნდურმა სულმა იმარჯვაო. აი, "იუნაიტედის" წაგება კიდევ ბოლო წუთზე ნანის მიერ ბურთის დაკაგვას დაბრალდა.
"ოცნებათა თეატრის" სცენაზე ჩემპიონატის ფავორიტების დაპირისპირებაში უმთავრესი როლი რობინ ვან პერსის იქნება. ჰოლანდიელს რთული დღე ელის.
* * *
მანჩესტერელი "ეშმაკების" მიერ წინა ტურში "ჩელსის" დამარცხების
პირველი დაპირისპირების შემდეგ დიდი სკანდალი ატყდა. მატჩის არბიტრ მარკ კლატენბურგს "იუნაიტედის" სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღებაში დასდეს ბრალი. ამას გარდა, მსაჯს ჯონ ობი მიკელისა და "ლურჯების" ესპანელი ლეგიონერების შეურაცხყოფაც ბრალდება.
ერთი სიტყვით, "იუნაიტედის" მიერ მოპოვებული სამი ქულის სამართლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. სწორედ ასეთ ფონზე ჩატარდა მეორე მატჩი.
"იუნაიტედს" არანაკლებ დაძაბული დაპირისპირების გადატანა მოუწევს ამჯერადაც. მიზეზი რობინ ვან პერსია. "ოლდ ტრეფორდზე" მოკალათებული ლონდონელი ფანები პირობა სდებენ, რომ ჰოლანდიელს სერიოზული წნეხის ქევშ მოაქცევენ. ფერგი კი იმედოვნებს, რომ ისინი კერპყოფილის შეურაცხყოფისგან თავს შეიკავებენ.
მასპინძელს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. განსაკუთრებით უკანა ხაზში და ამაში ახალი არაფერია. ლიგის თასზე "ჩელსისთან" მოთამაშე სტოპერები (სკოტ ვუტონი და კრის კინი) მეორე გუნდს დაუბრუნდებიან. აშკარაა, რომ ისინი მაღალ დონეზე სათამაშოდ ჯერ მზად არ არიან. შოტლანდიელი ისევ ძველ გვარდიას დაეყრდნობა.
რაც შეეხება "არსენალს", ლონდონელებმა IX ტურშიც იმარჯვეს და არც თასის გათამაშებაში შეურცხვენიათ თავი. "რედინგთან" შესრულებული ჰეთთრიკის შემდეგ "მეთოფეთა" ხელმძღვანელობამ თეო უოლკოტთან კონტრაქტზე მოლაპარაკებები განაახლა. "ტელეგრაფის" მტკიცებით, კლუბი მზადაა 23 წლის გარემარბს კვირაში 10 ათასი ფუნტით მეტი გადაუხადოს, ვიდრე აქამდე სთავაზობდა.
საკადრო პრობლემები "მეთოფეებსაც" აქვთ, მაგრამ არა რაიმე განსაკუთრებული.
* * *
ლონდონის "ქრევეინ კოტეჯს" "ევერტონი" სტუმრობს. მართალია, ამ ეტაპზე მერსისაიდელები მეტოქეზე უკეთ გამოიყურებიან, მაგრამ მაინც არ იქნება გადაჭარბება, თუ ვიტყვით, რომ ისინი პოტენციალით ერთმანეთის უშუალო კონკურენტები არიან. საბოლოო ჯამში, ორივესთვის მაქსიმუმი ევროპის ლიგის საგზური იქნება.
ის, რომ სიურპრიზის შეთავაზება შეუძლიათ, ერთმაც და მეორემაც წელს არაერთხელ დაადასტურა. თუკი მეტოქეებმა წინა უქმეების გმირობა გაიმეორეს, მაშინ ძალიან საინტერესო მატჩი უნდა გამოვიდეს.
შეგახსენებთ, რომ "ფულჰემმა" "რედინგთან" 3:3 ითამაშა, "ევერტონმა" ქალაქური დერბი 2:2 დაასრულა.
მართალია, ბუკმეკერები მეტოქეთა შანსებს პრაქტიკულად თანაბრად აფასებენ, მაგრამ ჩვენი აზრით, "ევერტონმა" არ უნდა წააგოს.
* * *
"ნორვიჩი"-"სტოკ სიტის" ხვდება. მართალია, "იადონებმა" ბოლო პერიოდში თამაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს, მაგრამ არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ სტუმარს პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე ძნელად გასატეხი გუნდი ჰყავს.
წყვილში რომელიმესთვის უპირატესობის მინიჭება ძალიან გვიჭირს.
* * *
სანდერლენდის "სტედიუმ ოფ ლაითზე" მასპინძელს მშვენიერი შანსი ეძლევა, რომ სეზონის მეორე მატჩი მოიგოს. ამისთვის მარტინ ონილის შეგირდებს შეტევაში ცოტა უფრო მეტი აქტიურობა მართებთ, ვიდრე წინა ტურებში.
თუკი გუმანი არ გვღალატობს, ჩრდილოირლანდიელ მწვრთნელს მიზნის მიღწევა არ უნდა გაუჭირდეს.
* * *
სუონსის "ლიბერთი სტედიუმზე" "ჩელსი" ჩადის სათამაშოდ.
უელსელებმა ჩემპიონატის არნახულად დაწყების შემდეგ სერიოზული კრიზისი გადაიტანეს, რამაც მიკაელ ლაუდრუპის პოსტი კინაღამ შეიწირა.
მას მერე დიდი დრო არ გასულა, მაგრამ "გედები" დაწყნარდნენ და ისევ ანგარიშგასაწევ ძალად გადაიქცნენ. მათ ეს ჯერ წინა ტურში დაამტკიცეს, როცა მოქმედ ჩემპიონთან გასვლით შეხვედრაში ქულის აღებამდე ცოტა დააკლდათ, მერე უკვე ლიგის თასზეც გაიბრწყინეს, დაამარცხეს რა "ლივერპული" 3:1.
ჩვენი პროგნოზით, "სუონსის" გაუჭირდება "ჩელსის" დამარცხება, მაგრამ ქულის აღება ნამდვილად შეუძლია. ევროპელი ბუკმეკერები ჩვენგან განსხვავებულ შეფასებას იძლევიან. ისინი "ლურჯების" იოლ წარმატებას წინასწარმეტყველებენ.
* * *
"უაით ჰართ ლეინზე" გაბრაზებული "ტოტენჰემი" "უიგანს" დაუხვდება. მშვენიერი სათამაშო რიტმის აკრეფის მიუხედავად "დეზებმა" ლიგის თასზე ასპარეზობა დაასრულეს. თანაც ვისთან? აუტსაიდერ "ნორვიჩთან".
დარწმუნებული ვართ, მეორე აუტსაიდერი "უიგანი" ვერაფერს გააწყობს. შეიძლება ვიღაცას მეტისმეტ სითამამედ მოეჩვენოს, რომ მაგრამ "დეზებს" ამ მატჩის უპირობო ფავორიტებად ვაცხადებთ.
* * *
"ვესტ ჰემს" ერთი, მაგრამ ისეთი პრობლემა აქვს, რომ ხელმძღვანელობა სერიოზულად უნდა დაფიქრდეს სასწრაფო წესით მის გადაჭრაზე.
შიდა რესურსების ხარჯზე ამის გაკეთება რომ შეიძლებოდეს, ვფიქრობთ, სემ ელერდაისი ამას დიდი ხნის წინ მოახერხებდა. "ჩაქუჩებს" შედეგიანი თავდამსხმელი სჭირდებათ. ენდი კეროლი და კარლტონ კოული ამ საქმისთვის დაბადებულნი არ არიან.
ფაქტი სახეზეა, 9 შეხვედრაში გატანილი 13 გოლიდან მხოლოდ ერთია ფორვარდის ანგარიშზე.
"სიტიზე" კი იმას ვიტყვით, რომ "ქალაქელები" წელს მგონი შარშანდელიდან გამოყოლილი ინერციით თამაშობენ. არანაირი სიახლე გუნდის თამაშში არ შეინიშნება. უშუალოდ ამ შეხვედრაში სტუმარს არ უნდა ჰქონდეს 3 ქულის აღების ცუდი შანსი.
* * *
4 ნოემბერს "ქუინზ პარკი" "რედინგს" მასპინძლობს. მასთან დაპირისპირებაში დედაქალაქელებს რეალურად შეუძლიათ პირველი სამი ქულის მოპოვება.
მარკ ჰიუზის გუნდი უბრალოდ ვალდებულია ეს გააკეთოს.
* * *
"ლივერპულსა" და მის მთავარ მწვრთნელს სერიოზული გამოცდა ელით. "ნიუკასლი" ის გუნდი არ არის ვისი დამარცხებაც იოლად შეიძლება.
ასე რომ, "წითლებმა" უნდა დაადასტურონ, რომ ბოლო ხანს მათი "ფერზე მოსვლა" მოჩვენებითი არ არის. ჩვენ თუ გვკითხავთ, მერსისაიდელები ფავორიტებად მიგვაჩნია.
* * *
X ტურს ორშაბათის ღამის შეხვედრა დაასრულებს. "ვესტ ბრომვიჩსა" და "საუთჰემპტონს" შორის. მასპინძლებს შესაძლოა გალაღება არ გამოუვიდეთ მაგრამ, წესით, 3 ქულა იოლად უნდა აიღონ.
ინგლისი. პრემიერლიგა. IX ტური
3 ნოემბერი
მანჩესტერ იუნაიტედი-არსენალი 16:45
ტრავმა: ვიდიჩი, სმოლინგი, ჯონსი, კაგავა - ოქსლეიდ-ჩემბერლენი, როსიცკი, შჩესნი, გიბსი, ფაბიანსკი, დიაბი, ჟერვინიო
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 173 თამაში: +74=39-60 (265-230)
ფულჰემი-ევერტონი 19:00
ტრავმა: ბერბატოვი, ბერდი, დევისი - გიბსონი, მირალიაში
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=4-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 45 თამაში: +13=6-26 (42-77)
ნორვიჩი-სტოკი 19:00
ტრავმა: კეინი, ბანი, მარტინი - უილსონი, უელანი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +11=11-14 (43-46)
სანდერლენდი-ასტონ ვილა 19:00
ტრავმა: ბრამბლი, ლარსონი, ბრაუნი - დანი, ბეიკერი, პეტროვი, კლარკი, გარდნერი, ჰერდი
ბოლო 6 მატჩი
+1=4-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 131 თამაში: +42=33-56 (184-204)
სუონსი-ჩელსი 19:00
ტრავმა: ბარტლი, ტეილორი, ვორმი - კოული, ლემპარდი
დისკვალიფიკაცია: - ტერი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +0=1-1 (2-5)
ტოტენჰემი-უიგანი 19:00
ტრავმა: პარკერი, დემბელე, ასუ-ეკოტო, კაბული, ადებაიორი, ლივერმორი - კრუსატი, მიაიჩი, ალკარასი
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +8=5-2 (35-14)
ვესტ ჰემი-მანჩესტერ სიტი 21:30
ტრავმა: ტეილორი, დემელი, ვას ტე, კოლისონი, დიარა - მაიკონი, კოლაროვი, გარსია, საბალეტა, რიჩარდსი, დ. სილვა, როდუელი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 83 თამაში: +31=14-38 (126-129)
4 ნოემბერი
ქუინზ პარკი-რედინგი 17:30
ტრავმა: დაიერი, პარკი, ჯონსონი, ფაბიო - კარაჩანი
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +4=5-8 (16-18)
ლივერპული-ნიუკასლი 20:00
ტრავმა: ლუკასი, კელი, ბორინი, ჯონსონი - ტეილორი, ელიოტი, ვუკჩიჩი, ბა, გოსლინგი
დისკვალიფიკაცია: - ტიოტე
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 140 თამაში: +66=34-40 (242-179)
5 ნოემბერი
ვესტ ბრომვიჩი-საუთჰემპტონი 00:00
ტრავმა: ჯონსი, მაიჰილი, ლონგი, რიდი, იაკობი - რამირესი, რიჩარდსონი, კორკი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 39 თამაში: +11=16-12 (44-49)
შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | ჩელსი | 9 | 7 | 1 | 1 | 21-9 | 22 |
2 | იუნაიტედი | 9 | 7 | 0 | 2 | 24-13 | 21 |
3 | სიტი | 9 | 6 | 3 | 0 | 18-9 | 21 |
4 | ტოტენჰემი | 9 | 5 | 2 | 2 | 17-13 | 17 |
5 | ევერტონი | 9 | 4 | 4 | 1 | 17-11 | 16 |
6 | არსენალი | 9 | 4 | 3 | 2 | 14-6 | 15 |
7 | ფულჰემი | 9 | 4 | 2 | 3 | 19-14 | 14 |
8 | ვესტ ჰემი | 9 | 4 | 2 | 3 | 13-11 | 14 |
9 | ვესტ ბრომვიჩი | 9 | 4 | 2 | 3 | 13-11 | 14 |
10 | ნიუკასლი | 9 | 3 | 4 | 2 | 11-13 | 13 |
11 | სუონსი | 9 | 3 | 2 | 4 | 14-13 | 11 |
12 | ლივერპული | 9 | 2 | 4 | 3 | 12-14 | 10 |
13 | სტოკი | 9 | 1 | 6 | 2 | 8-9 | 9 |
14 | სანდერლენდი | 8 | 1 | 6 | 1 | 6-8 | 9 |
15 | უიგანი | 9 | 2 | 2 | 5 | 10-16 | 8 |
16 | ნორვიჩი | 9 | 1 | 4 | 4 | 7-18 | 7 |
17 | ასტონ ვილა | 9 | 1 | 3 | 5 | 7-14 | 6 |
18 | რედინგი | 8 | 0 | 4 | 4 | 11-17 | 4 |
19 | საუთჰემპტონი | 9 | 1 | 1 | 7 | 14-26 | 4 |
20 | ქუინზ პარკი | 9 | 0 | 3 | 6 | 7-18 | 3 |
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჩელსი-მანჩესტერი 5:4 - "ჩელსი" არასდროს ნებდება
რედინგი-არსენალი 5:7 - არსენ ვენგერი: "არსენალში" ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან [VIDEO]
ინგლისი. პრემიერლიგა. IX ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები
ინგლისი. პრემიერლიგა. IX ტური: დეჟავუ არ შედგა