"არსენალის" ფანმა შვილს რობინ ვან პერსიზე ამაზრზენი სიმღერა ასწავლა

AutoSharing Option
"დეილი მეილის" ჟურნალისტმა მარტინ დონიმმა სკანდალური მასალა გამოაქვეყნა, სადაც კადრს მიღმა მდგომი "არსენალის" გულშემატკივარი თავის შვილს რობინ ვან პერსის შეურაცხმყოფელ ყოვლად ამაზრზენ სიმღერებს ასწავლის.

შოკი - აი, როგორ შეაფასა ბრიტანულმა საზოგადოებამ "იუთუბზე" გამოქვეყნებული ვიდეო.

სამი წლის ანგელოზი სიხარულით ასრულებს საშინელ სიმღერას ძალადობაზე, სადაც აღმატებული ტონით ისმის სიტყვა ###, ისე, თითქოს საბავშვო სიმღერა იყოს.

მსგავსი რამ ძალიან ცუდ ხასიათზე მაყენებს, რადგან ფეხბურთი ნელ-ნელა ეშვება უზრდელობისა და გულისრევის ჭაობში და მგონია, რომ ეს არის და მას სრულად გადაყლაპავს.

პატარა კაის (ვიდეოს მთავარი
გმირი. რედ) ორმოცფუნტიან მაისურში და ყელსაბამში ამ ჭაობისგან თავის დაღწევის შანსიც კი არასოდეს ჰქონია აქამდე.

უცბად სიბრაზემ და იმედგაცრუებამ შემიპყრო. რა ხდება ამ ფეხბურთის თავს? ჩვენი თამაშის? არ ვაპირებ მისი მონაწილე ვიყო. რამ აიძულა ადამიანი, შვილისთვის ეს სიმღერა ესწავლებინა, რომელიც ფეხბურთელს ასეთ მძიმე ბრალდებებს უყენებს?

ნამდვილად არ მაქვს წარმოდგენა, რა უნდა მომხდარიყო. შეიძლება თუ არა ამ უტვინო იდიოტს, ვისაც თავისი თავი მამა ჰგონია, მსგავსი სიძულვილი ამოძრავებდეს რობინ ვან პერსის მიმართ, რომ თავისი შვილით ასე მანიპულირებდეს?

კიდევ მაშინებს ის, თუ რატომ მიიჩნევს კეთილ საქმედ მისი საყვარელი გუნდის ყოფილი კაპიტნის ლანძღვას, ვინც თავისი ელემენტარული უფლება გამოიყენა და კარიერა სხვა კლუბში განაგრძო?

ყველაზე ცუდი კი ყველაზე გვიან გავაცნობიერე: ამ ტვინარეულ სულელს არ ჰგონია, რომ ცუდი საქციელი ჩაიდინა. ის ალბათ ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ხუმრობაა.

ამას გარდა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიანი ნამდვილი მშიშარაა. ის არ ჩნდება კადრში, მაშინ, როცა მისი შვილი სავარძელში ხტუნაობს, მღერის და ასეთ საზიზღარ სიტყვებს წვალებით გამოთქვამს. ამ შემთხვევაში ბავშვი დამნაშავე ნამდვილად არ არის. საბრალო კაიმ ალბათ არც იცის, რას მღერის.

აი, ასეთია ჩვენი ფეხბურთი. გასართობი სულაც არ არის, როცა ოდესმე პატარას პირველად სტადიონზე წაიყვან, უყიდი მაისურს, სამაგიეროდ კი, მერე უდანაშაულო არსებას ღვარძლით სავსე სიმღერებს ასწავლი.

იმედია, რომ ფეხბურთი ასეთი არ არის, მაგრამ იმედმა, რომ სხვანაირია, კიდევ ერთი გემრიელი პანღური მიიღო უკანალში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული