თეო უოლკოტის იმედები

AutoSharing Option
"შალკესთან" ჩემპიონთა ლიგაში 2:2-ის დასრულების შემდეგ "არსენალის" 23 წლის თავდამსხმელმა თეო უოლკოტმა განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, რომ არსენ ვენგერი ამის მერე მაინც ინებებს ძირითად შემადგენლობაში უფრო ხშირად მის დაყენებას.

აი, რა უთხრა ფეხბურთელმა "გარდიანს": "ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე მჭირდება, ძირითად შემადგენლობაში თამაშია. ვფიქრობ, რომ ამას 100%-ით ვიმსახურებ.

"შალკესთან" შეხვედრაზე კი იმას ვიტყოდი, რომ შედეგი დამაკმაყოფილებელია. ცხადია, უკეთესი იქნებოდა, 3 ქულა რომ აგვეღო, მაგრამ მაინც არა უშავს".


აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში უოლკოტმა შეცვლაზე 8-ჯერ ითამაშა და 2-ჯერ მოახერხა თავის
გამოჩენა. სულ კი მის ანგარიშზე 15 შეხვედრაში 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული