მიზეზი ცხადია, ფეხბურთელი 15-თვიანი პაუზის შემდეგ ჯერ კიდევ არ არის სათანადო ფორმაში და თანაც, მას აუცილებლად სჭირდება კარგად დასვენება.
8 ნოემბერს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ვებგვერდზე ჰოჯსონის რჩეულთა სია გამოქვეყნდა. 65 წლის სპეციალისტმა ვენგერის თხოვნა არ გაითვალისწინა და ჯეკს შეკრებაზე უხმო.
ნაკრებში მიიწვიეს "ევერტონის" 31 წლის ნახევარმცველი ლეონ ოსმანიც. ვეტერანი მიმდინარე სეზონს მაღალ დონეზე ატარებს და ეს ფაქტი
ინგლისის ნაკრები შეხვედრას 14 ნოემბერს სტოკჰოლმის 65-ათასიან ახლად აშენებულ "სვედბანკ არენაზე" გამართავს. აქვე აღვნიშნავთ, რომ სტივენ ჯერარდისთვის ეს მე-100 თამაში იქნება ნაკრების რიგებში.
მეკარეები: ფრეიზერ ფორსტერი (სელტიკი), ჯო ჰარტი (მანჩესტერ სიტი), ჯონ რადი (ნორვიჩი)
მცველები: ლეიტონ ბეინსი (ევერტონი), გარი კეჰილი, რაიან ბერტრანი (ორივე ჩელსი), ფილ იაგიელკა (ევერტონი), გლენ ჯონსონი (ლივერპული), სტივენ კოლკერი, კაილ უოლკერი (ორივე ტოტენჰემი), რაიან შოუკროსი (სტოკი)
ნახევარმცველები: ეშლი იანგი, ტომ კლევერლი (ორივე მანჩესტერ იუნაიტედი), ლეონ ოსმანი (ევერტონი), სტივენ ჯერარდი, ჯონჯო შელვი, რაჰემ სტერლინგი (ყველა ლივერპული), აარონ ლენონი (ტოტენჰემი), ჯეკ უილშირი, თეო უოლკოტი (ორივე არსენალი)
თავდამსხმელები: უეინ რუნი, დენი უელბეკი (ორივე მანჩესტერ იუნაიტედი), დენიელ სტარიჯი (ჩელსი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"