"ლივერპული" ფილიპ ჯურიჩიჩისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტია

AutoSharing Option
"დეილი მეილის" ინფორმაციით, "ლივერპული" "ჰერენვენის" სერბი ცენტრალური ნახევარმცველის, 20 წლის ფილიპ ჯურიჩიჩისთვის ბრძოლაში ფავორიტად იქცა.

ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენას "ნიუკასლი" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" ცდილობენ.

ცნობილია, რომ "წითლები" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შეეცდებიან რამდენიმე ფეხბურთელის გადაბირებას. აქცენტი უფრო მეტად თავდამსხმელებსა და შემტევ ნახევარმცველებზე გაკეთდება.

ჯურიჩიჩს "ჰერენვენთან" კონტრაქტი 2014 წლის ივნისში უმთავრდება. ჰოლანდიური კლუბი მას 8 მილიონ ევროდ აფასებს.

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ყველა ტურნირში ერთად, 20 თამაშში 5 გოლის გარდა, 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

მოლაპარაკებების პროცესში "ლივერპულს" "ჰერენვენის" ყოფილი ფეხბურთელი უსამა აისადი ეხმარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული