ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენას "ნიუკასლი" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" ცდილობენ.
ცნობილია, რომ "წითლები" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შეეცდებიან რამდენიმე ფეხბურთელის გადაბირებას. აქცენტი უფრო მეტად თავდამსხმელებსა და შემტევ ნახევარმცველებზე გაკეთდება.
ჯურიჩიჩს "ჰერენვენთან" კონტრაქტი 2014 წლის ივნისში უმთავრდება. ჰოლანდიური კლუბი მას 8 მილიონ ევროდ აფასებს.
მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ყველა ტურნირში ერთად, 20 თამაშში 5 გოლის გარდა, 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
მოლაპარაკებების პროცესში "ლივერპულს" "ჰერენვენის" ყოფილი ფეხბურთელი უსამა აისადი ეხმარება.