ინგლისი. პრემიერლიგა. XI ტურის წინ: საინტერესო კვირადღე

AutoSharing Option
პრემიერლიგის XI ტური იმითაა გამორჩეული, რომ ცენტრალური დაპირისპირებები კვირა დღისთვისაა დანიშნული.

ევროპაში მორიგი დამღლელი მოგზაურობების შემდეგ ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო გუნდები ხელახლა უნდა გადაერთონ შიდა ასპარეზზე.

ზოგმა მიღწეულის შენარჩუნება უნდა სცადოს, ზოგმა - სიტუაციის გამოსწორება.

არსენალის ამერიკული მთები
XI ტურს ე.წ. მცირე ლონდონური დერბი გახსნის. "არსენალს" "ფულჰემი" სტუმრობს. მართალია, ზემოთ ვოიცეხ შჩესნი ტრავმირებულთა სიაში გვიწერია, მაგრამ ჩვენი ინგლისელი კოლეგები 9 ნოემბერს უკვე წერდნენ, რომ 22 წლის პოლონელს აქვს მინდორზე გასვლის შანსი.

შჩესნის მე-4 ტურში "საუთჰემპტონთან" შეხვედრის (6:1) შემდეგ არ უთამაშია.

არსენ
ვენგერის
ფეხბურთელების წლევანდელი სათამაშო რიტმი შეიძლება "დისნეი ლენდის" "ამერიკულ მთებს" შევადაროთ. "მეთოფეებს" შეუძლიათ ისე იფრინონ, რომ სერიოზულ მეტოქეს შანსი არ დაუტოვონ, მაგრამ რამდენიმე დღეში აუტსაიდერთან ყველაზე უფრო დიდ აუტსაიდერზე სუსტად ითამაშონ.

რატომ ხდება ასე, ამ შეკითხვაზე პასუხი ჩვენ არ გვაქვს. ვენგერს კი უნდა ჰქონდეს და იმედია, ეს აისახება კიდეც მისი გუნდის ასპარეზობაზე.

"ოლდ ტრეფორდზე" საყვარელი ფეხბურთელების შემხედვარე ტყუილად კი არ აყვირდნენ ფანები, დაგვიბრუნეთ ძველი "არსენალიო".

"ფანტასტიკური ფეხბურთელები მყავს, მაგრამ მათ დაავიწყდათ, რომ ასეთები არიან", - განაცხადა "მეთოფეთა" ფრანგმა მწვრთნელმა.

თუკი ჩემპიონთა ლიგაში რომელიმე "არატრადიციულ" ინგლისურ კლუბს ელიან, პირველ რიგში ეს "ევერტონია". არც ჩვენ ვკამათობთ, რომ "ლურჯებს" შეუძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ ამისთვის მარტო მარუან ფელაინი საკმარისი არ იქნება. მას სხვებიც უნდა ამოუდგნენ მხარში.

მერსისაიდელებმა ბოლოს და ბოლოს უნდა მოიგონ, რასაც ისინი მიჯრით ოთხი ტურია, ვეღარ ახერხებენ.

"სანდერლენდს" რაც შეეხება, სტაბილურად საშუალო დონეზე მოთამაშე "შავი კატები" წინა ტურში ზურგზე დაეცნენ და ალბათ ახლა შეეცდებიან შელახული თავმოყვარეობის აღდგენას.

ჩვენი აზრით, "გუდისონ პარკზე" საინტერესო შეხვედრა გაიმართება და ფრედ დამთავრდება.

სეზონის დასაწყისში ვინ წარმოიდგენდა, რომ "ნორვიჩი" 4-მატჩიან წაუგებელ სერიას ითამაშებდა? კრის ჰიუტონმა პირველ რიგში დაცვა დაალაგა და შედეგებიც ნელ-ნელა მოდის.

ვნახოთ, რას მოიფიქრებს მისი ვიზავი ბრაიან მაკდერმოტი. "არისტოკრატებმა" ბოლო 3 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანეს და ვერც ერთი ვერ მოიგეს, რაც იმის ნიშანია, რომ უკანა ხაზი ამ გუნდს მხოლოდ ფორმალურად თუ ჰყავს.

ნამდვილად არ ველოდებით, რომ მასპინძლები პრემიერლიგაში ამჯერად მაინც შეძლებენ პირველი მატჩის მოგებას.

გამონათება, კრიზისი, გამონათება?
პირველ ტურებში "სუონსის" ბრწყინვალე თამაშზე ბევრი ვწერეთ. მას მერე უელსური გუნდი კრიზისმა მოიცვა, მაგრამ აშკარაა, რომ "გედები" ნელ-ნელა, მაგრამ ორმოდან მაინც ამოდიან.

ამის ნათელი დასტური იყო წინა უქმეებზე "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრა, როცა პრემიერლიგის ჩემპიონი უბრალოდ დაბნეული უყურებდა მეტოქეს და არ იცოდა, რა მოეხერხებინა მისი შეტევებისთვის.

მასპინძელ "წმინდანებს" ნამდვილად აქვთ წარმატების შანსი. ეს ისეთი წყვილია, სადაც არც ერთი შედეგის გამორიცხვა არ შეიძლება.

"სტოკ სიტისგან" მიმდინარე სეზონში ფოიერვერკებსა და გოლების წვიმას არც არავინ ელოდა, რადგან ეს არ ზის ტონი პულისის გუნდის ხასიათში, მაგრამ X ტურის შემდეგ ერთადერთი მოგება უკვე მეტისმეტია. ვინ უნდა დაამარცხონ "მეთიხეებმა" თუ არა ყოვლად გაჭირვებული "ქუინზ პარკი"? დიახ, გვგონია, რომ მასპინძლები აუცილებლად აიღებენ 3 ქულას და ისიც გვგონია, რომ ეს მარკ ჰიუზისთვის უკანასკნელი თამაში იქნება "რეინჯერების" სარდლის რანგში.

როგორც ზღაპრებში წერენ ხოლმე, "უიგანმა" საკუთარი თამაშის საძებნელად ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიარა და როგორც იქნება მიაგნო. რობერტო მარტინესის გუნდმა ჯერ "ვესტ ჰემს" სძლია 2:1, წინა ტურში კი გასვლაზე "ტოტენჰემი" 1:0 დაამარცხა.

ახლა გუნდს კიდევ ერთი სერიოზული გამოცდა ელის. მიმდინარე სეზონში "ვესტ ბრომვიჩი" იშვიათად თამაშობს საკუთარ პოტენციალზე სუსტად. ესოდენ სტაბილური ასპარეზობა ყველაზე მეტად სტივ კლარკის დამსახურება.

ვილა პარკზე
10 ნოემბრის საფეხბურთო საღამოს "ვილა პარკზე" "მანჩესტერ იუნაიტედი" დახურავს. "ეშმაკებისთვის" ბირმინგემელები ბოლო წლებში მაინც იოლი გადასაყლაპი ლუკმები იყვნენ. არ გვგონია, დიდად ახლა შეიცვალოს რამე. "იუნაიტედი" აშკარა ფავორიტი გვგონია.

"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგის უკანასკნელი გუნდია, ვისაც ერთი წაგებაც კი არ აქვს. რამდენად ჰგავს ბოლო პერიოდში არეულ-დარეული "ტოტენჰემი" იმას, ვინც "ქალაქელთა" სერიას წერტილს დაუსვამს?

ჩვენი აზრით, ჩრდილოლონდონელებს გაუჭირდებათ ამის გაკეთება მით უფრო, რომ "დეზებს" ამ მატჩისთვის მოსამზადებლად დრო 48 საათით უფრო ნაკლები ჰქონდათ.

"ნიუკასლი" "ვესტ ჰემს" მიიღებს. გულწრფელად გეტყვით, რომ სტუმრების მოგება ვერ წარმოგვიდგენია. "ჩაქუჩები" საუკეთესო შემთხვევაში ქულას თუ შესწვდებიან.

მიზეზი მარტივია, "კაჭაკჭებს" არ უყვართ და არ ეხერხებათ სახლში წაგება. მით უფრო, თავიანთი კალიბრის გუნდთან.

"სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსის" ევროპის ლიგაზე ნათამაშები "ლივერპული" სტუმრობს. ევროპაში მასპინძელმაც იასპარეზა, მაგრამ 24 საათით ადრე და "შახტარის" ბედოვლათობა რომ არა, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს შესაძლო იყო, მეორე მატჩი წაეგო უკრაინის ჩემპიონთან.

თუკი "წითლებს" "ჩელსისთან" რაიმეს იმედი შეიძლება ჰქონდეთ, მაქსიმუმ ერთი ქულაა.

ინგლისი. პრემიერლიგა. XI ტური
10 ნოემბერი
არსენალი-ფულჰემი 19:00
ტრავმა: გიბსი, ფაბიანსკი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჟერვინიო, როსიცკი, დიაბი, შცესნი, რემსი - რიჩარდსონი, დევისი
დისკვალიფიკაცია: უილშირი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 46 თამაში: +30=9-7 (99-50)

ევერტონი-სანდერლენდი 19:00
ტრავმა: გიბსონი - ბრამბლი, ბრაუნი, მაკფადენი
ბოლო 6 მატჩი
+2=4-0 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 135 თამაში: +63=22-50 (238-215)

რედინგი-ნორვიჩი 19:00
ტრავმა: გატრი, კარაჩანი - ტერნერი, კერნი, მარტინი, გარიდო
ბოლო 6 მატჩი
+0=4-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +6=4-6 (21-19)

საუთჰემპტონი-სუონსი 19:00
ტრავმა: რიჩარდსონი - ტეილორი, ბარტლი, ვორმი, ფლორესი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +2=1-3 (9-11)

სტოკი-ქუინზ პარკი 19:00
ტრავმა: უილსონი - დაიერი, პარკი, ჯონსონი, ფაბიო
დისკვალიფიკაცია: მბია
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +8=3-16 (29-44)

უიგანი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
ტრავმა: კრუსატი, მაკარტური, მიაიჩი, ალკარასი - რიდი, მორისონი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +5=2-3 (13-12)

ასტონ ვილა-მანჩესტერ იუნაიტედი 21:30
ტრავმა: გარდნერი, ნზოგბია, ჰერდი, ბეიკერი, პეტროვი, დანი, ბენტი, ბენეტი - ვიდიჩი, უელბეკი, ჯონსი, ფლეტჩერი, კაგავა
დისკვალიფიკაცია: ლიშაი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 153 თამაში: +38=37-78 (194-280)

11 ნოემბერი
მანჩესტერ სიტი-ტოტენჰემი 17:30
ტრავმა: რიჩარდსი, დ. სილვა, მილნერი, როდუელი - დემბელე, ასუ-ეკოტო, კაბული, პარკერი, სანდრო, ლივერმორი
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 123 თამაში: +45=30-48 (180-168)

ნიუკასლი-ვესტ ჰემი 19:00
ტრავმა: კაბაი, ტეილორი, პერჩი, ელიოტი, ბა, ვუკჩიჩი, გოსლინგი - ტომკინსი, კოლინზი, დიარა, კოლისონი, ტეილორი, ვას ტე, დემელი
დისკვალიფიკაცია: ტიოტე, კოლოჩინი -
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 90 თამაში: +37=23-30 (145-131)

ჩელსი-ლივერპული 20:00
ტრავმა: მატა, კოული, ლუისი, ლემპარდი - კელი, ბორინი, რეინა, ლუკასი, ჯონსონი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +15=12-11 (57-53)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 იუნაიტედი 10 8 0 2 26-14 24
2 ჩელსი 10 7 2 1 22-10 23
3 სიტი 10 6 4 0 18-9 22
4 ევერტონი 10 4 5 1 19-13 17
5 ტოტენჰემი 10 5 2 3 17-14 17
6 არსენალი 10 4 3 3 15-8 15
7 ფულჰემი 10 4 3 3 21-16 15
8 ვესტ ჰემი 10 4 3 3 13-11 15
9 ვესტ ბრომვიჩი 9 4 2 3 13-11 14
10 ნიუკასლი 10 3 5 2 12-14 14
11 სუონსი 10 3 3 4 15-14 12
12 ლივერპული 10 2 5 3 13-15 11
13 უიგანი 10 3 2 5 11-16 11
14 ნორვიჩი 10 2 4 4 8-18 10
15 სტოკ სიტი 10 1 6 3 8-10 9
16 სანდერლენდი 9 1 6 2 6-9 9
17 ასტონ ვილა 10 2 3 5 8-14 9
18 რედინგი 9 0 5 4 12-18 5
19 ქუინზ პარკი 10 0 4 6 8-19 4
20 საუთჰემპტონი 9 1 1 7 14-26 4

ბომბარდირები:
8 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი); 7 - დემბა ბა (ნიუკასლი), ლუის სუარესი (ლივერპული);

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული