"ფულჰემში" ახალი კონტრაქტები იდება

AutoSharing Option
9 ნოემბერს, "არსენალთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე "ფულჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, 56 წლის მარტინ იოლმა დაადასტურა, რომ კლუბმა მას უკვე შესთავაზა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება და ის მოხარული იქნება, თუკი გარიგება რაც შეიძლება სწრაფად დაიდება.

ჰოლანდიელს ლონდონელებთან მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება. კლუბის ხელმძღვანელობა კმაყოფილია, რომ ლიდერებთან გამოთხოვების მიუხედავად "ფულჰემის" თამაშის ხარისზე ეს უარყოფითად არ ასახულა.

იოლის გარდა კლუბი ახალ 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობს ვეტერან ცენტრალურ მცველ ბრედ ჰანგელანდს.

იოლისა არ იყოს, 31 წლის ნორვეგიელს კონტრაქტი 2013 წლის ივნისში უმთავრდება. მისით ყველაზე მეტად "არსენალია"
დაინტერესებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული