"არსენალი"-"ფულჰემის" დაპირისპირებაში სტუმრები აუტსაიდერებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ მათ დაამტკიცეს, რომ ამ ეტაპზე სახელოვან მეტოქეს არ ჩამოუვარდებიან.
მე-11 წუთზე თეო უოლკოტის კუთხურს ოლივიე ჟირუ თავურით გამოეხმაურა. მარკ შვარცერმა მოგერიება კი სცადა, მაგრამ მეტისმეტად მძლავრ დარტყმას ვერაფერი მოუხერხა - 1:0.
ძალიან მალე ანგარიში გაორმაგდა. მიკელ არტეტამ ლუკას პოდოლსკის კარის ხაზიდან 5 მეტრში დაუგორა. გერმანელს გატანა აღარ გასჭირვებია - 2:0.
რამდენიმე წუთში "მეთოფეთა" დაცვა სტანდარტული მდგომარეობისას ჩავარდა. ბრაიან რუისის კუთხურს მასპინძელთა ყველა მცველი ასცდა. დიმიტარ ბერბატოვმა ახლო მანძილიდან შეამცირა ანგარიშში სხვაობა -
ტაიმის დასრულებამდე "არსენალის" უპირატესობისგან აღარაფერი დარჩა. ბერბატოვის ჩაწოდება ალექსანდერ კაჩანიკლიჩმა ეფექტური თავური დარტყმით დაასრულა - 2:2.
67-ე წუთზე არტეტამ ელემენტარულ სიტუაციაში დაკარგა ბურთი, მერე საჯარიმოში შეჭრილ რუისს ეუხეშა. პენალტი ბერბატოვმა მშვიდად გამოიყენა - 2:3.
"მეთოფეებმა" კუდი მოიქნიეს - უოლკოტის პასს ჟირუმ თავურით მიუჩინა ადგილი შვარცერის კარში - 3:3.
მასპინძელს მოგებაც შეეძლო, მაგრამ საშა რიტერის მიერ ხელით თამაშისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი მიკელ არტეტას მეკარემ აუღო.
მიზანთან შორიახლოს
"საუთჰემპტონი" ახლოს იყო სეზონში მეორე გამარჯვებასთან, მაგრამ "წმინდანებს" შეეძლოთ წაეგოთ კიდეც. პირველ გოლამდე მასპინძლები სერიოზულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ 1:1-ის შემდეგ მათი დაცვა "აიჭრა".
რომ არა იღბლიანობა, "გედები" შინ სამი ქულით წაცუნცულდებოდნენ.
"რედინგის" ფანები და ხელმძღვანელები ლამის უკვე სამი თვეა, ჩემპიონატში პირველ გამარჯვებას ელიან. ბრაიან მაკდერმოტის ბიჭებმა მასავით აუტსაიდერ "ნორვიჩსაც" კი ვერაფერი მოუხერხეს. რაც მთავარია, ისინი გამარჯვებას არც იმსახურებდნენ.
დამსახურებული სამი ქულა
"სტოკ სიტი" "ქუინზ პარკთან" ალალად იმსახურებდა გამარჯვებას და ეს ასეც მოხდა. მასპინძელთაგან გატანა რამდენიმე ფეხბურთელს მართებდა, თუმცა მხოლოდ ერთ მათგანს ხვდა წილად ეს ბედნიერება. საჯარიმოს გათამაშების შემდეგ ჩარლი ადამმა დაცვის დაბნეულობით ისარგებლა და 7-8 მეტრიდან ისე გაიტანა.
"უიგანმა" წელს ბრწყინვალედ მოთამაშე "ვესტ ბრომვიჩს" უმასპინძლა. სტატისტიკიდანაც ჩანს, რომ მასპინძელს გარკვეული უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ სტივ კლარკის ბიჭებმა მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის ხარჯზე იმძლავრეს.
პირველად დაცვის მოდუნებით ჯეიმს მორისონმა ისარგებლა, მერე კაპიტანმა გარი კოლდუელმა დალაშქრა საკუთარი კარი. არუნა კონემ კი მხოლოდ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს ყველაფერი პირველ 45 წუთში მოხდა.
კიდევ ერთი დიდი დაბრუნება
"მანჩესტერ იუნაიტედმა" რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგაში "ბრაგასთან" ორბურთიანი სხვაობა შემოატრიალა და საბოლოოდ იმარჯვა კიდეც. ასე მოხდა ამჯერადაც ბირმინგემის "ვილა პარკზე".
პოლ ლამბერტის ფეხბურთელებმა "ეშმაკები" სათანადოდ მხოლოდ მაშინ გააბრაზეს, როცა ანგარიში 2:0 გახდა.
თამაში მასპინძელთა სერიოზული უპირატესობით დაიწყო. გატანა მართებდათ კრისტიან ბენტეკეს, სტივენ აირლანდსა და ანდრეას ვაიმანს. მიუხედავად ამისა, დავიდ დე ხეას კარში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა და ისიც ტაიმის მიწურულს - ბენტეკეს ფლანგური ჩაწოდება ვაიმანმა ლამაზი დარტყმით დააგვირგვინა.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა მასპინძლებმა კიდევ ერთი მრავალსვლიანი კომბინაცია დაასრულეს შედეგიანად - გაბრიელ აგბონლაჰორმა იმავე ვაიმანს გაატანინა.
"იუნაიტედი" სწორედ ამ მომენტში მიხვდა, რომ საქმისთვის სერიოზულად უნდა მოეკიდა ხელი. ერნანდესმა ჯერ სქოულზისა და მერე რაფაელის პასებით ორჯერ შეძლო გატანა, ოღონდ მეორე გოლი რონ ვლაარის ავტოგოლად ჩაითვალა.
გამოცოცხლდა რობინ ვან პერსიც, ვისაც ორჯერ არ გაუმართლა. მან ერთხელ ხარიხას მოარტყა, მეორედ - ძელს. გოლი არა, მაგრამ ჰოლანდიელს პასი გამოუვიდა იდეალური - 87-ე წუთზე ერნანდესი სწორედ მის დაბალ ჩაწოდებას ჩაუწვა და თავით ეფექტური გოლი შეაგდო.
როგორც იქნა
"ევერტონმა" 29 სექტემბრის შემდეგ პირველად იმარჯვა. "ლურჯებს" ბოლო ოთხი შეხვედრიდან ყველა ფრედ ჰქონდათ ნათამაშები.
ამჯერად საქმე უკვე წაგებისკენ მიდიოდა, მაგრამ მარუან ფელაინიმ ჯერ გაათანაბრა, მერე კიდევ ქუსლით გაკეთებული ჯადოსნური პასით ნიკიცა იელავიჩს გაატანინა.
ისევ ბოსნიელი ჯოკერი
"მანჩესტერ სიტი"-"ტოტენჰემის" მატჩის დასრულებისთანავე აღინიშნა, რომ ანდრე ვილაშ ბოაში შეცდა, როცა ძირითადში ემანუელ ადებაიორი დააყენა და არა ჯერმეინ დეფო. ცუდ ფორმაში მყოფი ტოგოელი "დეზების" ელვისებურ შეტევებს აფერხებდა.
სტუმრებმა ანგარიში ჯო ჰარტის შეცდომის წყალობით გახსნეს. გოლკიპერმა სტივენ კოლკერის მძლავრი თავურის მოგერიების ნაცვლად ბურთის დაჭერა სცადა და ვერ შეიმაგრა.
კუნ აგუერომ იაია ტურეს პასით გაათანაბრა. 1:1-ის შემდეგ "ქალაქელთა" უპირატესობა არნახულად გაიზარდა. მატჩს წერტილი შეცვლაზე შესულმა ედინ ჯეკომ დაუსვა.
ისევ სუარესი
"ლივერპულმა" საოცარი რამ ჩაიდინა. იმ თამაშით, რომელსაც ის "სტემფორდ ბრიჯზე" 73-ე წუთამდე უჩვენებდა, ქულის აღებაც კი წარმოუდგენელი იყო, გათანაბრების შემდეგ კი "წითლებმა" მატჩის სადავეები იგდეს ხელთ და კინკილა ქულა კი არა, მოგებაც შეეძლოთ.
პეტრ ჩეხმა სუპერმომენტები აუღო მეტოქის ფეხბურთელებს.
ინგლისი. პრემიერლიგა. XI ტური
არსენალი-ფულჰემი 3:3
გოლები: 1:0 ჟირუ (11), 2:0 პოდოლსკი (23), 2:1 ბერბატოვი (29), 2:2 კაჩანიკლიჩი (40), 2:3 ბერბატოვი (67-პენ), 3:3 ჟირუ (69)
არსენალი (4-2-3-1): მანონე - ვერმალენი, კოშელნი, მერტეზაკერი, სანია - არტეტა, კოკლენი (56. რემსი) - პოდოლსკი (76. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), კასორლა, უოლკოტი (85. არშავინი) - ჟირუ
ფულჰემი (4-2-3-1): შვარცერი - რიტერი, ჰიუზი, განგელანდი, რიისე - ბერდი, სიდუელი - დეჟაგა (85. დაფი), ბ. რუისი, რიჩარდსონი (23. კაჩანიკლიჩი) - ბერბატოვი
გაფრთხილება: რემსი - სიდუელი, ბერდი
კარში დარტყმა: 13-8 (8-5) კუთხური: 8-6 თამაშგარე: 1-5 ჯარიმა: 10-11 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 60 093
ევერტონი-სანდერლენდი 2:1
გოლები: 0:1 ჯონსონი (45), 1:1 ფელაინი (76), 2:1 იელავიჩი (79)
ევერტონი (4-4-1-1): ჰოვარდი - ბეინსი, ჰეიტინგა, იაგიელკა, კოულმენი - პიენაარი, ნევილი (73. ველიოსი), ოსმანი, მირალიაში (30. ნეისმიტი) - ფელაინი - იელავიჩი (86. ჰიტცლშპერგერი)
სანდერლენდი (4-4-2): მინიოლე - გარდნერი, ო’ში, კუელიარი, როუზი - ჯონსონი (84. ვონი), ლარსონი, კოლბეკი (88. უიკჰემი), მაკლინი - ფლეტჩერი (69. საა), სესინიონი
გაფრთხილება: ჰეიტინგა - გარდნერი, ვონი, როუზი
კარში დარტყმა: 10-4 (5-3) კუთხური: 6-2 თამაშგარე: 0-3 ჯარიმა: 14-13 ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 35 999
რედინგი-ნორვიჩი 0:0
რედინგი (4-4-2): ფედერიჩი - შორი, გორკსი, მორისონი, განტერი - მაკანუფი, ტაბი, ლიგერტვუდი, მაკლირი (60. კებე) - ჰანტი (60. პოგრებნიაკი), რობერტსი (79. ლე ფონდრე)
ნორვიჩი (4-4-1-1): რადი - უაიტაკერი, ტერნერი, ბასონგი, გარიდო - სნოდგრასი (86. ბენეტი), ტეტი, ჯონსონი, პიკლინგტონი - ჰულაჰანი - ჰოლტი (86. მორისონი)
გაფრთხილება: - ტერნერი
კარში დარტყმა: 9-11 (2-2) კუთხური: 10-3 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 12-17 ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 24 080
საუთჰემპტონი-სუონსი 1:1
გოლები: 1:0 შნაიდერლინი (64), 1:1 დაიერი (73)
საუთჰემპტონი (4-4-2): გასანიგა - შოუ (74. ფოქსი), იოშიდა, ფონტე, კლაინი - პანჩეონი, კორკი, შნაიდერლინი, ლალანა - ლამბერტი, რამირესი
სუონსი (4-3-3): ტრემელი - რანხელი, უილიამსი, მონკი, დევისი - კი, ბრიტონი (66. შეხტერი), დე გუზმანი (86. აგუსტინი) - ერნანდესი, მიჩუ, რუტლეჯი (57. დაიერი)
გაფრთხილება: შნაიდერლინი, ლალანა - უილიამსი, აგუსტინი
კარში დარტყმა: 10-3 (4-2) კუთხური: 10-6 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 13-13 ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 30 501
სტოკი-ქუინზ პარკი 1:0
გოლი: 1:0 ადამი (52)
სტოკი (4-1-4-1): ბეგოვიჩი - უილკინსონი, შოუკროსი, ჰუთი, კემერონი - ნზონზი - ეთერინგტონი (71. კაიტლი), ადამი (77. უაიტჰედი), უელანი, უოლტერსი - კრაუჩი (75. ჯონსი)
ქუინზ პარკი (4-4-2): სეზარი - ბოსინგვა, ა. ფერდინანდი, ნელსენი, ტრაორე - დიაკიტე, ფორლინი (78. ზამორა), გრანერო, ჰოილეტი - ტაარაბტი, სისე
გაფრთხილება: ნზონზი, უაიტჰედი - დიაკიტე, ტრაორე, გრანერო
კარში დარტყმა: 5-9 (2-2) კუთხური: 5-5 თამაშგარე: 1-0 ჯარიმა: 13-17 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 24 529
უიგანი-ვესტ ბრომვიჩი 1:2
გოლები: 0:1 მორისონი (31), 0:2 კოლდუელი (43-ს.კ-ში), 1:2 კონე (44)
უიგანი (3-4-3): ალ ჰაბსი - ფიგეროა, კოლდუელი (65. სტამი), რამისი - ბოსეჟური, უოტსონი (85. გომესი), მაკარტი, ბოისი - მელონი, დი სანტო (86. ბოსელი), კონე
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): მაიჰილი - ჯონსი, მაკოლი, ოლსონი, რიჯუელი - მულუმბუ, იაკობი, ლუკაკუ (86. როსენბერგი), მორისონი (68. გერა) - ბრანტი, ლონგი (69. ოდემვინგე)
გაფრთხილება: მაკარტი - იაკობი, ლუკაკუ, ჯონსი, გერა
კარში დარტყმა: 12-7 (4-4) კუთხური: 5-8 თამაშგარე: 0-1 ჯარიმა: 13-15 ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 17 812
ასტონ ვილა-იუნაიტედი 2:3
გოლები: 1:0 ვაიმანი (45), 2:0 ვაიმანი (50), 2:1 ერნანდესი (58), 2:2 ვლაარი (63-ს.კ-ში), 2:3 ერნანდესი (87)
ასტონ ვილა (4-4-2): გუზანი - სტივენსი, კლარკი, ვლაარი, ლოუტონი - ბენანი (87. დელფი), აირლანდი (79. ელ აჰმადი), ვესტვუდი, ვაიმანი (81. ჰოლმენი) - აგბონლაჰორი, ბენტეკე
იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - რაფაელი, რ. ფერდინანდი, სმოლინგი, ევრა - ვალენსია, კერიკი, სქოულზი (72. კლევერლი), იანგი (46. ერნანდესი) - რუნი (79. რუნი), ვან პერსი
გაფრთხილება: აირლანდი - კერიკი
კარში დარტყმა: 6-13 (4-7) კუთხური: 5-6 თამაშგარე: 0-1 ჯარიმა: 13-8 ბურთის ფლობა: 29%-71%
მაყურებელი: 40 538
სიტი-ტოტენჰემი 2:1
გოლები: 0:1 კოლკერი (21), 1:1 აგუერო (65), 2:1 ჯეკო (87)
სიტი (4-4-2): ჰარტი - კლიში, კომპანი, ნასტასიჩი (56. მაიკონი), საბალეტა - კოლაროვი, ბერი, ი. ტურე, დ. სილვა - ტევესი (73. ჯეკო), აგუერო (90. ხ. გარსია)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ფრიდელი - უოლკერი (78. დოუსონი), გალასი, კოლკერი, ვერტონგენი - სანდრო, ჰადლსტოუნი - ლენონი (87. ნოუტონი), დემპსი, ბეილი - ადებაიორი (80. დეფო)
გაფრთხილება: საბალეტა - უოლკერი, ადებაიორი
კარში დარტყმა: 13-6 (6-2) კუთხური: 8-2 თამაშგარე: 8-0 ჯარიმა: 16-8 ბურთის ფლობა: 68%-32%
მაყურებელი: 47 208
ნიუკასლი-ვესტ ჰემი 0:1
გოლები: 0:1 ნოლანი (38)
ნიუკასლი (4-4-2): კრული - სანტონი, უილიამსონი, ტეილორი, სიმპსონი (79. ობერტანი) - ფერგიუსონი, ხ. გუტიერესი (24. ანიტა), კაბაი, ბენ არფა - ბა, სისე (46. შ. ამეობი)
ვესტ ჰემი (4-4-2): იასკელაინენი - ო’ბრაიენი, რიდი, ტომკინსი, მაკარტნი (66. დემელი) - ბენაიუნი (52. ო’ნილი), ნოუბლი, დიამე, ჯარვისი (34. ჯარვისი) - კეროლი, ნოლანი
გაფრთხილება: ბენ არფა - ნოუბლი, ო’ბრაიენი
კარში დარტყმა: 10-7 (5-4) კუთხური: 3-3 თამაშგარე: 3-3 ჯარიმა: 18-11 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 51 855
ჩელსი-ლივერპული 1:1
გოლები: 1:0 ტერი (20), 1:1 სუარესი (73)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ბეტრანი, ტერი (37. კეჰილი), ივანოვიჩი, ასპილიკუეტა - რამირესი, მიკელი - აზარი, ოსკარი (77. მოზესი), მატა - ტორესი (82. სტარიჯი)
ლივერპული (5-3-2): ჯონსი - ჯონსონი, უისდომი, კარაგერი, აგერი, ხ. ენრიკე - ჯერარდი, შაჰინი (60. სუსო), ალენი - სტერლინგი, სუარესი
გაფრთხილება: მიკელი - ალენი, ჯონსონი, ჯერარდი
კარში დარტყმა: 12-7 (3-4) კუთხური: 4-7 თამაშგარე: 1-6 ჯარიმა: 12-14 ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 41 627
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუნაიტედი 11 9 0 2 29-16 27
2. სიტი 11 7 4 0 20-10 25
3. ჩელსი 11 7 3 1 23-11 24
4. ევერტონი 11 5 5 1 21-14 20
5. ვესტ ბრომვიჩი 11 6 2 3 17-12 20
6. ვესტ ჰემი 11 5 3 3 14:11 18
7. ტოტენჰემი 11 5 2 4 18-16 17
8. არსენალი 11 4 4 3 18-11 16
9. ფულჰემი 11 4 4 3 24-19 16
10. ნიუკასლი 11 3 5 3 12-15 14
11. სუონსი 11 3 4 4 16-15 13
12. სტოკი 11 2 6 3 9-10 12
13. ლივერპული 11 2 6 3 14-16 12
14. უიგანი 11 3 2 6 12-18 11
15. ნორვიჩი 11 2 5 4 8-18 11
16. სანდერლენდი 10 1 6 3 7-11 9
17. ასტონ ვილა 11 2 3 6 10-17 9
18. რედინგი 10 0 6 4 12-18 6
19. საუთჰემპტონი 11 1 2 8 15-29 5
20. ქუინზ პარკი 11 0 4 7 8-20 4
ბომბერდირები:
8 - ლუის სუარესი (ლივერპული), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 7 - დემბა ბა (ნიუკასლი)
მომდევნო ტური
17 ნოემბერი
არსენალი-ტოტენჰემი, ლივერპული-უიგანი, მანჩესტერ სიტი-ასტონ ვილა, ნიუკასლი-სუონსი, ქუინზ პარკი-საუთჰემპტონი, რედინგი-ევერტონი, ვესტ ბრომვიჩი-ჩელსი, ნორვიჩი-მანჩესტერ იუნაიტედი
18 ნოემბერი
ფულჰემი-სანდერლენდი, ვესტ ჰემი-სტოკ სიტი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"