როი ჰოჯსონის გუნდში ცვლილებებია

AutoSharing Option
პრემიერლიგის XI ტურის შემდეგ ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა შეკრებაზე დამატებით სამი ფეხბურთელი მიიწვია. ესენი არიან კარლ ჯენკინსონი (არსენალი), ვილფრიდ ზაჰა (კრისტალ პალასი) და ტომ ჰადლსტოუნი (ტოტენჰემი).

აღნიშნული სამეულის გარდა, ჰოჯსონმა ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენსა (არსენალი) და ჯერმეინ დეფოსაც (ტოტენჰემი) უხმო, მაგრამ ამ ფეხბურთელებს მიკროტრავმები აღმოაჩნდათ და მწვრთნელმა ისინი უკანვე გააბრუნა.

საკადრო გადაადგილებების მიზეზი იმ ფეხბურთელების ტრავმებია, რომლებმაც ამ უქმეებამდე ან უშუალოდ ტურის მიმდინარეობისას მიიღეს დაზიანებები და სტოკჰოლმში თამაშს ვერ შეძლებენ.

ესენი არიან: უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), თეო უოლკოტი (არსენალი), ჯონჯო
შელვი (ლივერპული), კაილ უოლკერი და აარონ ლენონი (ორივე ტოტენჰემი).

კითხვის ნიშნის ქვეშ დგას "სვედბანკ არენაზე" ეროვნული ნაკრების კაპიტნის, 32 წლის სტივენ ჯერარდის ასპარეზობის საკითხიც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული