AS: "მანჩესტერ იუნაიტედი" კარიმ ბენზემაში 33 მილიონს იხდის

AutoSharing Option
ესპანური AS-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, სერ ალექს ფერგიუსონს ძალიან უნდა კიდევ ერთი მაღალი კლასის თავდამსხმელის გადაბირება და მზადაა, იანვარში სოლიდური თანხა დახარჯოს.

ამ მიზნით "ეშმაკები" უკვე დაუკავშირდნენ მადრიდის "რეალს" და კარიმ ბენზემაზე ჩამოუგდეს სიტყვა.

ჩვენი ესპანელი კოლეგები ირწმუნებიან, რომ შოტლანდიელი 24 წლის ფრანგ თავდამსხმელში 33 მილიონ ევროს ჩამოდის.

მიმდინარე სეზონში ბენზემას ანგარიშზე, შეზღუდული სათამაშო დროის მიუხედავად, ყველა ტურნირზე ერთად 20 თამაშში 5 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული