სამხრეთამერიკელმა სეზონის დასაწყისში პირველი ტურები ნაკლებად ეფექტურად ჩაატარა, მაგრამ 19 სექტემბერს "იუვენტუსთან" 2:2-ის შემდეგ, როცა მან "ბებერ ქალბატონს" დუბლი შეუსრულა, ოსკარმა დაიწყო და მერე როგორ?!
ლონდონის "ჩელსის" ერთ-ერთი ლიდერ ოსკარს მიაჩნია, რომ მისი ამჟამინდელი გუნდის თამაშის სტილი ძალიან ჰგავს ბრაზილიის ნაკრებისას.
თვალისმომჭრელად ეფექტური გარემარბი განაგრძობს გულშემატკივართა გულების გახარებას. 19 წლის ვუნდერკინდი კმაყოფილია მთავარ მწვრთნელის, რობერტო დი მატეოს მუშაობით:
"ძალიან სასიამოვნოა იმ გუნდის თამაშის გარედან ყურება, რო
ყველაფერი ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ლონდონში რეალურად შემიძლია იმ ფეხბურთით ტკბობა, რომელიც ჩემთვის ყველაზე უფრო მისაღებია. ძალიან კარგად ვუგებ ხუან მატასა და ედენ აზარს, რაც ალბათ სხვებისთვისაც სულ უფრო უკეთ იგრძნობა თითოეული მატჩის შემდეგ".
ბრაზილიური "ინტერნასიონალიდან" 25 მილიონ ფუნტად შეძენილი ახალწვეული ალბათ ძნელად წარმოიდგენდა, რომ, პრაქტიკულად, თვალის დახამხამებაში გადაიქცეოდა სასტარტო შემადგენლობის წევრად.
მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში მისმა ფანტასტიკურმა გოლებმა დი მატეო აიძულა, პატარა გენიოსისთვის სულ სხვა თვალით შეეხედა.
ლიგის მე-4 ტურში ოსკარმა კიდევ ერთხელ გაიტანა ეფექტური ბურთი, ამჯერად 35 იარდიდან (1 იარდი 91,44 მეტრს უტოლდება, 35 იარდი 32 მეტრი გამოდის. რედ).
"შესანიშნავი გოლი იყო. კარიერაში პირველად გავიტანე ასეთი შორი დისტანციიდან. აქამდე მხოლოდ ლიგაზე მაქვს გატანილი.
იმედია, მალე პრემიერლიგაშიც მოვახერხებ თავის გამოჩენას. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ თითქმის დავასრულე ადაპტაცია ჩემთვის უცხო გუნდთან და უცხო ჩემპიონატთან. თუმცა პროცესი გრძელდება.
პრემიერლიგა ძალიან რთული ჩემპიონატია. ფეხბურთის გარდა, ლონდონურ ცხოვრებასაც ვეჩვევი. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ აქაურობა ძალიან მომწონს. ლონდონი ჯადოსნური ქალაქია. მე კი, როგორც ფეხბურთელს, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს დასახვეწი. ყველას უნდა დავუმტკიცო, თუ რა შემიძლია," - ამბობს ოსკარი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"